მოწვევა კონფერენციის მოხსენებების წარმოსადგენად

პირველი საერთაშორისო კონფერენცია: „ადრეული განათლება და ზრუნვა“

01 თებერვალი 2022
Children playing in kindergarten
UNICEF/Geo-2019/Robakidze

2-3 ივნისი, 2022

ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო

 

  1. ზოგადი ინფორმაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით  მართავს პირველ  საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომლის თემაა ხარისხიანი ადრეული განათლება და ზრუნვა: გამოწვევები, მიდგომები, ახალი პერსპექტივები ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში.

კონფერენციის მიზანია,  ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე; უზრუნველყოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალების პროფესიული განვითარება და ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლება ადრეული განათლების მნიშვნელობაზე.

ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებსსაქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისწარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროსსააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივი მთავრობისა და ადრეულიგანათლების სფეროს წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლოდაწესებულებებიდან.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური. კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნებასინქრონული თარგმანი ქართულ-ინგლისურ და ინგლისურ-ქართულ ენებზე.

 

  1. კონფერენციის თემატური მიმართულებები

 

  1. COVID-19 პანდემიის გავლენა ადრეულ განათლებასა და ზრუნვაზე
  2. ახალი გამოწვევები,  ინოვაციური და ალტერნატიული მიდგომები ადრეულ განათლებაში
  3. თამაში და სწავლა
  4. ბავშვის უფლებები ადრეულ განათლებაში
  5. პროფესიული კომპეტენციები, ახალი კადრების მომზადება, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები  ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში
  6. კვლევა ადრეული ასაკის ბავშვებთან
  7. რეგულაციები,  სახელმწიფო სტანდარტები ადრეული განათლების სფეროში
  8. კულტურა და საზოგადოება
  9. მშობელთა ჩართულობა და პოზიტიური მშობლობის მხარდაჭერა
  10. ინკლუზიური პრაქტიკა, ადრეული ინტერვენცია, მულტიდისციპლინური თანამშრომლობის შესაძლებლობები ადრეული განათლების ჭრილში
  11.  ადრეული განათლების სფეროს მართვა, პოლიტიკა და დაფინანსება

 

  1. თეზისების, სრული მოხსენებებისა და პრეზენტაციების წარდგენა

ჩვენ ვიწვევთ მონაწილეებს ადრეული განათლებისა და ზრუნვის საკითხებზე  ზეპირი ან პოსტერის (სასტენდო) პრეზენტაციებისთვის თეორიული, ემპირიული ან პრაქტიკაზე დაფუძნებული თეზისების წარმოსადგენად.  

 

ა. თეზისები

კონფერენციის თეზისები უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემებს და მომზადებული იყოს ქვემოთ მოცემული მოთხოვნების შესაბამისად:

  • თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას და წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის (Word) ფაილში; თავსებადი ფონტები Sylfaen, Calibri; ფონტის ზომა-11 (სათაურებისთვის დასაშვებია ფონტის ზომა იყოს 12); მანძილი სტრიქონებს შორის- 1.5. გთხოვთ, თეზისებში არ გამოიყენოთ თემატური სურათები/გრაფიკები/ცხრილები. მათი წარმოდგენა შესაძლებელი იქნება პრეზენტაციებსა და სრულ მოხსენებებში.
  • თეზისები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 
  • ავტორ(ებ)ის სრული სახელი და გვარი,
  • ავტორ(ებ)ის სამსახურის დეტალები: თანამდებობა/ები, დეპარტამენტი/ფაკულტეტი, ორგანიზაცია/უნივერსიტეტი, ქალაქი, ქვეყანა,
  • ავტორ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელფოსტა,
  • კონფერენციის თემატური მიმართულება,  რომელსაც შეესაბამება წარმოდგენილი თეზისი (იხ. პუნქტი 2),
  • მითითება ზეპირი ან სასტენდო მოხსენების შესახებ,
  • მითითება დისტანციურ ან ადგილზე მონაწილეობაზე (წახალისდება კონფერენციაში ადგილზე, დასწრებითი მონაწილეობა და პრეზენტაცია)
  • თეზისის სათაური,
  • საკვანძო სიტყვები,
  • თეზისი (ძირითადი ტექსტი). 
  • თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 2 თეზისი.
  • თეზისები, რომლებიც მიღებული იქნება კონფერენციაზე წარსადგენად, აღარ დაექვემდებარება ცვლილებას თეზისების წარდგენის ბოლო ვადების შემდგომ.

კონფერენციის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2022  წლის 10 მარტი, 18:00 სთ. (საქართველოს დროით). კონფერენციის თეზისები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: nalelishvili@unicef.org;  ელფოსტის სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „თეზისი - ადრეული განათლებისა და ზრუნვის კონფერენცია“.

კონფერენციის სამეცნიერო კომისია განიხილავს და შეარჩევს კონფერენციაზე წარსადგენ თეზისებს და დაუკავშირდება მათ ავტორებს არაუგვიანეს 2022 წლის 31 მარტის  18:00 საათამდე (საქართველოს დროით).

 

ბ. სრული მოხსენებები

  • კონფრენციაზე წარსადგენი შერჩეული თეზისების ავტორებმა უნდა წარმოდგინონ სრული მოხსენებები, მაქსიმუმ 10 გვერდის მოცულობით ვორდის (Word)ფაილში: თავსებადი ფონტები (Sylfaen, Calibri), ფონტის ზომა-11 (სათაურებისთვის დასაშვებია ფონტის ზომა იყოს 12); მანძილი სტრიქონებს შორის-1,5. თემატური სურათები/გრაფიკები/ცხრილები შესაძლებელია  გამოყენებული იქნას საკითხის უკეთ ილუსტრირებისთვის. დეტალური ინსტრუქციები სრული მოხსენებების წარსადგენად მიეწოდებათ შერჩეული თეზისების ავტორებს;
  • კონფერენციაზე წარსადგენად მიღებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

კონფერენციის სრული მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 აპრილი, 18:00 სთ. (საქართველოს დროით). კონფერენციის სრული მოხსენებები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: nalelishvili@unicef.org;  ელფოსტის  სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „მოხსენება  - ადრეული განათლებისა და ზრუნვის კონფერენცია“.

 

გ. პრეზენტაციები

  • შერჩეული თეზისების ავტორებმა უნდა მოამზადონ პრეზენტაციები ფოვერ-ფოინთის (Power Point) ან სხვა საპრეზენტაციო პროგრამაში.დეტალური ინსტრუქციები პრეზენტაციების წარმოსადგენად მიეწოდებათ შერჩეული თეზისების ავტორებს.

კონფერეცნიის პრეზენტაციების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 მაისი, 18:00 სთ (საქართველოს დროით). კონფერენციის პრეზენტაციები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: nalelishvili@unicef.org;  ელფოსტის  სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „პრეზენტაცია - ადრეული განათლებისა და ზრუნვის კონფერენცია“.

 

  1. ფინანსური ხელშეწყობა

კონფერენციის ორგანიზატორები დააფინანსებენ სხვა რეგიონებიდან მონაწილე შერჩეული თეზისების ავტორების კონფერენციაში მონაწილეობის ხარჯებს (სასტუმროში განთავსება/კვება).

ჩვენ გვჯერა, რომ კონფერენცია მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე იქნება, სადაც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან დისკუსიებში ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში არსებული რეალობის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე.

გულითადად გიწვევთ შემოგვიერთდეთ და გელით ბათუმში!

შემდგომი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ნინო ალელიშვილს nalelishvili@unicef.org

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

About UNICEF

UNICEF promotes the rights and wellbeing of every child, in everything we do. Together with our partners, we work in 190 countries and territories to translate that commitment into practical action, focusing special effort on reaching the most vulnerable and excluded children, to the benefit of all children, everywhere.

For more information about UNICEF and its work for children, visit www.unicef.org/georgia/

Follow UNICEF on Twitter and Facebook