ბავშვთა უფლებები და ბიზნესის პრინციპები

გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობა კერძო სექტორთან

Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Jibuti

ბავშვთა უფლებები და ბიზნესის პრინციპები

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და Save the Children-ის მიერ შემუშავებული ბავშვთა უფლებებისა და ბიზნესის პრინციპები არის პირველი ყოვლისმომცველი პრინციპების ნაკრები, რომელიც კომპანიებისთვის სახელმძღვანელოს წარმოადგენს იმ ქმედებების სრულ სპექტრში, რისი განხორციელებაც მათ სამუშაო ადგილზე, ბაზარსა და საზოგადოებაში შეუძლიათ, რათა პატივი სცენ და მხარი დაუჭირონ ბავშვთა უფლებებს.

ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისათვის

ბავშვთა საკითხებზე ბიზნეს მრჩეველთა საბჭო (BACC) არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების პატივისცემასა და დაცვას, ასევე ბავშვთა უფლებების რეალიზაციის მხარდაჭერას სამუშაო ადგილის, შრომის ბაზრისა და საზოგადოების კონტექსტში, საქართველოს ბიზნეს სექტორის წვლილის გაზრდას ბავშვთა უფლებების პატივისცემის, დაცვისა და უზრუნველყოფის საქმეში.

მრჩეველთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგის საერთო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს აქტორებსა და დაინტერესებულ მხარეებს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.