ბავშვის უფლებათა კონვენცია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც

young people
UNICEF/Geo-2018/Robakidze

ბავშვის უფლებათა კონვენცია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა  ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები  და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.  

ბავშვის უფლებათა კონვენცია საერთაშორისო დონეზე ბავშვის უფლებების პირველი კრებულია და სავალდებულოა, ეს უფლებები თითოეული ბავშვისთვის იყოს გარანტირებული. თითქმის ყველა ქვეყანამ მიიღო ეს კონვენცია: ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შეთანხმებათა შორის ბავშვის უფლებათა კონვენცია ისტორიაში ყველაზე მეტი ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული. 

კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან და ის აყალიბებს ბავშვთა კეთილდღეობის მინიმალურ სტანდარტებს მათი განვითარების თითოეული ეტაპისთვის. ეს დოკუმენტი 18 წლამდე ყველა ადამიანს ეხება (ბავშვის განსაზღვრების მიხედვით) გენდერის, წარმომავლობის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.

საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და იკისრა ვალდებულება, დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები. 

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატიური ოქმები

 

2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენციის ორი ფაკულტატური ოქმი შეიარაღებული კონფლიქტებისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის გაუმჯობესების მიზნით. ესენია ბავშვისუფლებათა კონვენციის „ფაკულტატური ოქმი შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ“ , „ფაკულტატური ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ 

2014 წელს მიღებულმა მესამე „ფაკულტატურმა ოქმმა შეტყობინებების პროცედურების შესახებ“ ბავშვებს საშუალება მისცა, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევები პირდაპირ შეატყობინონ ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რომელიც მეთვალყურეობას უწევს კონვენციის შესრულებას.  

საქართველო სამივე ფაკულტატური ოქმის ხელისმომწერია და ამრიგად ვალდებულია, დაიცვას ამ სამი დოკუმენტით გათვალისწინებული უფლებები.

 

ანგარიშგება ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებაზე

საქართველოს მიერ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში წარდგენილი მეხუთე და მეექვსე პერიოდული ანგარიში

საქართველოს მეხუთე და მეექვსე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხთა ჩამონათვალი

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებანი საქართველოს მიერ წარდგენილ მეხუთე და მეექვსე პერიოდულ ანგარიშზე

03 იანვარი 2019

ბავშვის უფლებათა კონვენცია

“ბავშვის უფლებათა კონვენცია”, რომელსაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1989 წლის 20 ნოემბერს ერთხმად დაუჭირა მხარი, მსოფლიო მასშტაბის იურიდიული დოკუმენტია.
იხილეთ სრული ანგარიში

გადმოსაწერი ფაილები

Child-friendly materials