ჩვენ შესახებ
იუნისეფი საქართველოში - ბავშვთა უფლებების დასაცავად 190-ზე მეტ ქვეყანაში
- English
- ქართული
საქართველოში ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, გადარჩეს, განვითარდეს, ისწავლოს და გაიზარდოს უსაფრთხო, ძალადობისა და სიღარიბისგან თავისუფალ გარემოში.
30 წელზე მეტია, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების რეალიზებასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. 2026-2030 წლების ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს ეროვნულ და ადგილობრივ პარტნიორებთან იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ყველაზე მეტად აისახება ბავშვების კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით კი ბავშვთა მრავალგანზომილებიანი სიღარიბისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.
ჩვენი ხედვაა ისეთი საქართველო, სადაც ყველა ბავშვს, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველ და მარგინალიზებულ ჯგუფებს მიკუთვნებულ ბავშვებს, თანაბრად მიუწვდებათ ხელი ხარისხიან ჯანდაცვასა და კვებაზე, ინკლუზიურ განათლებასა და უნარების განვითარებაზე, საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ დაცვაზე, ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებასა და ბავშვთა დაცვის ძლიერ სისტემებზე.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების, ადვოკატირების, ინოვაციებისა და პარტნიორობის მეშვეობით, გაეროს ბავშვთა ფონდი ხელს უწყობს ისეთი სისტემების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას, რომლებიც ბავშვებსა და ოჯახებს სიღარიბისგან, სოციალური იზოლაციისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.