გვერდი
ვაკანსიები და ტენდერები
დასაქმება ჩვენთან
- English
- ქართული
მიმდინარე ვაკანსიები და ტენდერები
ინტერესთა გამოხატვა ბავშვის უფლებების სამაგისტრო პროგრამის შესაქმნელად
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვის უფლებების სამაგისტრო პროგრამის შესაქმნელად ინტერესის გამოსახატად იწვევს სახელმწიფო უნივერსიტეტებს (როგორც ინდივიდუალურ უნივერსიტეტს, ასევე კონსორციუმს). კონსორციუმის შემთხვევაში, წამყვანი უნივერსიტეტი უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო კონსორციუმის წევრები შესაძლოა იყვნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტები.
ინტერესის გამოხატვისა და შესაბამისი წერილის გაეროს ბავშვთა ფონდში გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 ივნისი, ხოლო შეკითხვები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ 10 ივნისის ჩათვლით თანდართულ ფორმაში მითითებულ ელფოსტაზე.
დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, გადმოწეროთ თანდართული ფორმა.