ჩვენი მანდატი

ვიცავთ ყველა ბავშვის უფლებებს

Child in KIndergarten
UNICEF/Geo-2015/Gurgenidze

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მანდატია თითოეული ბავშვის უფლებების დაცვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს ქვეყნის ძალისხმევას, რათა ყველა ბავშვი იყოს დაცული, ჯანმრთელი, ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა და მონაწილეობდეს იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ბავშვებს, რომლებიც ბავშვები, რომლებიც შესაძლოა არსებული შესაძლებლობებით სრულყოფილად ვერ სარგებლობდნენ.

ჩვენი მანდატი ეფუძნება 1989 წელს მიღებულ ბავშვის უფლებათა კონვენციას, რომელიც განსაზღვრავს ყველა ბავშვის საყოველთაო და განუყოფელ უფლებებს, ასევე მდგრადი განვითარების მიზნებს, რომლებიც ყველა ქვეყანას მოუწოდებს, 2030 წლისთვის უზრუნველყოს ინკლუზიური და მდგრადი პროგრესი.