ბათუმში გაიმართა ადრეული განათლებისა და ზრუნვის მესამე საერთაშორისო კონფერენცია

კონფერენციაზე იმსჯელეს ყველა ბავშვზე მორგებულ ინკლუზიურ სისტემებზე, სერვისებსა და პრაქტიკაზე

26 სექტემბერი 2024
The Third International Conference on Early Childhood Education and Care held in Batumi
UNICEF/Geo-2024/Chaava The Third International Conference on Early Childhood Education and Care held in Batumi

ბათუმი, საქართველო, 2024 წლის 26-27 სექტემბერი – 26-27 სექტემბერს ბათუმში გამართულ მესამე საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „ადრეული ასაკის ბავშვთა განათლება და ზრუნვა“ დაესწრო 170-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლები, მკვლევარები, ადრეული განათლების სპეციალისტები და სტუდენტები, და განიხილეს განათლების ინკლუზიური სისტემების, სერვისებისა და პრაქტიკის თემები ბავშვის განვითარების ადრეულ წლებში. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გაეროს ბავშვთა ფონდი.

კონფერენცია გახსნეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, იაპონიის ელჩმა საქართველოში ჰიდეკი იშიზუკამ, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა.

Representative of UNICEF in Georgia, Jesper Moller Opening the Conference
UNICEF/Geo-2024/Tsetskhladze Representative of UNICEF in Georgia, Jesper Moller Opening the Conference

კონფერენცია მიზნად ისახავდა აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიის საკითხებზე. ასევე, მასწავლებლებისა და მოქმედი სპეციალისტების საუნივერსიტეტო და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; და ცნობიერების ამაღლებას  ინკლუზიური ადრეული განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობის საკითხებში.

„კონფერენცია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა და გავაზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ბავშვის ადრეული განვითარების, განათლებისა და ზრუნვის შესახებ, რაც საფუძვლად უდევს ბავშვის შემეცნებით, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას გადამწყვეტ პერიოდში. ასეთ ინვესტიციას აქვს გრძელვადიანი დადებითი შედეგი, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ბავშვის გაუმჯობესებული აკადემიური მოსწრება, უთანასწორობის შემცირება და გაზრდილი სოციალური კეთილდღეობა. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ადრეული განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობის აღიარების კუთხით. გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებთან, აკადემიურ წრეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ბულგარეთის, ესტონეთის, იაპონიის, ნორვეგიისა და პოლონეთის მთავრობებთან, რათა მხარი დაუჭიროს განათლების რეფორმებს განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდის მიზნით“, - განაცხადა იესპერ მოლერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

The Third International Conference on Early Childhood Education and Care
UNICEF/Geo-2024/Tsetskhladze

კონფერენციის აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოვიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გაგოშიძე ინკლუზიური ადრეული განათლებისა და ბავშვთა კეთილდღეობის თემაზე; და ასევე ნორთუმბრიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფაბიო დოვიგო, რომელმაც ისაუბრა ადრეული განათლებისა და ზრუნვის გლობალური სამუშაო ძალის პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე.

კონფერენციაზე გაიმართა პლენარული სესიები, თემატური პანელური დისკუსიები და ექსპერტების გამოსვლები, რომლებიც შეეხებოდა ადრეული განათლებისა და ზრუნვის სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, მათ შორის ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის, სექტორთაშორის თანამშრომლობას, სასწავლო გეგმის შემუშავებასა და ბილინგვურ განათლებას.

Third International Conference - Early Education and Care
UNICEF/Geo-2024/Tsetskhladze Third International Conference - Early Education and Care


ჩატარდა ოთხი წინასაკონფერენციო ვორქშოფი 60-ზე მეტი პროფესიონალისთვის და 30 სტუდენტისთვის. სესიების დროს მთავარი აქცენტი გაკეთდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების მონაწილეობის გაუმჯობესებაზე მრავალენოვანი განათლების, ინკლუზიური განათლების სასწავლო გეგმის შეფასებისა და ბავშვებში ენის განვითარების შეფასებისა და ხელშეწყობის ინსტრუმენტებზე. პროფესიონალთა ვორქშოფები ასევე მოიცავდა მუსიკისა და ფიზიკური აქტივობის როლს ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად, ბავშვების ემოციური, ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების გასაძლიერებლად.

წინასაკონფერენციო სესიები ასევე დაიგეგმა ბაკალავრის ხარისხის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ ადრეულ განათლებას. მათ მიეცათ საშუალება კვლევასა და პრაქტიკას შორის გაეკეთებინათ ბმა ისეთი პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით, როგორიცაა ჯგუფური დისკუსია, ცალკეული შემთხვევების ანალიზი და კვლევის დიზაინი, რამაც მათ მისცა კვლევის შედეგების გაანალიზების შესაძლებლობა საგანმანათლებლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.

ადრეული განათლება გადამწყვეტია ყველა ბავშვისთვის, რადგან ის საფუძველს უყრის შემდგომ ზრდასა და განვითარებას. ადრეული განათლების განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, სწავლასა და დაცვაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

Thematic sessions for practitioners
UNICEF/Geo-2024/Tsetskhladze

ადრეული განათლება გადამწყვეტია ყველა ბავშვისთვის, რადგან ის საფუძველს უყრის შემდგომ ზრდასა და განვითარებას. ადრეული განათლების განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, სწავლასა და დაცვაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა
კომუნიკაციის სპეციალისტი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.