ბათუმში იმართება ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო კონფერენცია

08 ივნისი 2023
2nd International Conference on Early Childhood Education and Care
UNICEF
2nd International Conference on Early Childhood Education and Care

ბათუმი, აჭარა, 2023 წლის 8-9 ივნისი - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით, ბათუმში ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციამ თავი მოუყარა ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების სფეროს ექსპერტებს, პრაქტიკოსებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, განავითარონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ წინსვლას ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვის სფეროში.

აკადემიური და პროფესიული დისკუსიებისას, რომლებიც გაიმართა კონფერენციის მთავარი თემის ირგვლივ: „თამაში: ხარისხიანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“, ხაზი გაესვა თამაშის გადამწყვეტ როლს ადრეული ასაკის ბავშვების განვითარებასა და სწავლაში. კონფერენციის მიზანი იყო თამაშის მნიშვნელობის ხაზგასმით ხელისუფლების წარმომადგენელების, აღმზრდელებისა და მზრუნველებისთვის შთაეგონებინა თამაშზე დაფუძნებული მიდგომების ინტეგრირება ადრეული ბავშვობის განათლებისა და ზრუნვის გარემოში.

კონფერენციის სესიები შეეხო თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას, დაკვირვებას, დოკუმენტირებას, ბავშვების სწავლისა და განვითარების შეფასებას, ასევე მშობლების, ოჯახების, საზოგადოებისა და სკოლამდელი დაწესებულებების გადამწყვეტ როლს თამაშზე დაფუძნებულ სწავლებაში. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა პროფესიულ კომპეტენციებსა და განვითარებაზე, რომლებიც აუცილებელია თამაშზე დაფუძნებული სწავლის ხელშეწყობისთვის, ასევე ინკლუზიურ პრაქტიკაზე, რომელიც ითვალისწინებს კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებას, გენდერს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თამაშის ხელშეწყობას.

კონფერენციანდელ სემინარებზე პრაქტიკოსებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვის პრაქტიკასთან დაკავშირებულ თემებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკის განხილვის მიზნით  გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრები ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებმაც განიხილეს ეფექტური სტრატეგიები მუნიციპალური პოლიტიკის საშუალებით თამაშის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. ვებინარები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მუსიკისა და დრამატურგიის ელემენტები თამაშში და ადრეული და სკოლამდელი განათლების ალტერნატიული მოდელები.

ხარისხიანი ადრეული ბავშვობის განათლება და ზრუნვა არის ბავშვის უწყვეტი განვითარებისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედი. ერთიანი მიდგომის შეთავაზებით, რომელიც მოიცავს კოგნიტურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას, მზადდება ნიადაგი ბავშვებისთვის აუცილებელი უნარებისა და კომპეტენციების შესაძენად. თამაშზე დაფუძნებული სწავლება ავითარებს შემოქმედებითობას და წარმოსახვას. თამაშის საშუალებით ბავშვები იკვლევენ სხვადასხვა როლებს, სცენარებსა და იდეებს, აფართოებენ შემოქმედებით აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებს და აძლიერებენ კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარებს.

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა
კომუნიკაციის სპეციალისტი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: schaava@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.