გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას გაზარდოს სოციალური დახმარება ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის

18 აპრილი 2022
4-year-old child Nia, Tbilisi, 2019
UNICEF/Geo-2019/Khetaguri

თბილისი. 2 ნოემბერი, 2018. გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ 100-დან 150 ლარამდე.

“მთავრობის გადაწყვეტილება, გაზარდოს სოციალური დახმარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბავშვთა სიღარიბის შემცირებისათვის საქართველოში“, განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესებისა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობის შემცირების მიზნით.  გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით, რათა ბავშვებმა საქართველოში ისარგებლონ უკეთესი განათლებით, გაიზარდოს მათი სოციალური ინკლუზია და მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრული განვითარება.”  

გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ახლა უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას.

ვაფასებთ რა პოზიტიურად მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ვიმედოვნებთ, მთავრობა განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს იმ ღარიბი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ვერ ფარავს მიზნობრივი დახმარების პროგრამა.        

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარებულმა მონაცემთა მონიტორინგის რეალურ დროში კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის შედეგად შემცირდა მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავალი. შემოსავლების შემცირებასთან გამკლავების მიზნით შინამეურნეობები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ კვების გარდა სხვა საოჯახო ხარჯების შემცირებას, დანაზოგების გამოყენებას, კვებაზე ხარჯების შემცირებას და ფულის სესხებას მეგობრებისა და ნაცნობებისგან.  უღარიბესი მოსახლეობის 20%-ს არ შეეძლო ბავშვების უზრუნველყოფა სხვადასხვა აუცილებელი ნივთით ან საშუალებით: უღარიბესი ოჯახების 45%-ს არ შეეძლო ბავშვების მომარაგება ფეხსაცმლით, 36%-ს - ტანსაცმლით; 41%-ს - პროტეინით მდიდარი საკვებით; 30%-ს ასაკის შესაბამისი წიგნებით;  53%-ს - სათამაშოებით.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.