ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნა ბავშვთა უფლებების ცენტრი და გაფართოვდა ბავშვთა უფლებების აკადემიური ქსელი საქართველოში

02 ოქტომბერი 2025
Child Rights Center at BTU
UNICEF/Geo-2025/Sukhitashvili

თბილისი, საქართველო – 2 ოქტომბერი, 2025 – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით ოფიციალურად გაიხსნა ბავშვთა უფლებების ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გახდა მე-12 უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც მსგავსი ცენტრი ფუნქციონირებს. ახალი ცენტრი იმუშავებს ცოდნის შექმნაზე, გავრცელებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ბავშვთა უფლებების მიმართულებით აკადემიურ და პროფესიულ წრეებში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, ახალგაზრდებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას ტრენინგების, საჯარო ლექციების, ცოდნის გაზიარების და კვლევით პროექტებში მონაწილეობის საშუალებით.

უნივერსიტეტებში არსებული ცენტრების თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა ბავშვთა უფლებების აკადემიური ქსელის შექმნით გასულ წელს. ეს ქსელი აძლიერებს კავშირებს აკადემიას, ადგილობრივ ხელისუფლებებსა და თემებს შორის, რაც ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების დაცვას და ამ უფლებების ინტეგრაციას უმაღლეს განათლებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის მომავალი ხუთწლიანი თანამშრომლობის პროგრამა პრიორიტეტს მიანიჭებს ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებულ კვლევების გაძლიერებას. უნივერსიტეტებში არსებული ბავშვთა უფლებების ცენტრები შეასრულებენ მნიშვნელოვან როლს კვლევით საქმიანობაში, რათა მომავალი პოლიტიკა ეფუძნებოდეს ხარისხიან მტკიცებულებებს.

ამგვარ აკადემიურ ჩართულობას ასევე ითვალისწინებს 2019 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების სპეციალიზაციაზე. ბავშვთა უფლებების ცენტრები ახლა მზად არიან ერთმანეთს დაუკავშირონ კვლევა, განათლება და პოლიტიკა და ხელი შეუწყონ ბავშვთა უფლებების დაცვას.

 

თემის შესახებ


უნივერსიტეტებში არსებული ბავშვთა უფლებების ცენტრები მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების შესახებ განათლების ინტეგრაციას უმაღლეს განათლებაში. გაეროს ბავშვთა ფონდის და უნივერსიტეტების პარტნიორობით შექმნილი ცენტრები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორში, თელავსა და ახალციხეში, წარმოადგენენ რესურს-ჰაბებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლებას, დიალოგს და შესაძლებლობების გაძლიერებას. ტრენინგების, საჯარო ლექციების, კვლევებისა და სასწავლო პროგრამების განვითარების გზით, ეს ცენტრები აძლიერებენ მომავალი პედაგოგების, პროფესიონალებისა და სტუდენტების უნარებს, რათა მათ უკეთ გაიგონ და დაიცვან ბავშვთა უფლებები.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.