მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვები ვერ დაიცავს ბავშვებს ონლაინ სივრცეში
გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება იმ ფონზე, როცა ქვეყნები ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას განიხილავენ
- English
- ქართული
ნიუ-იორკი, 2025 წლის 9 დეკემბერი – „მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები განიხილავენ, რა ასაკიდან არის „ძალიან ადრე“ სოციალური მედიის გამოყენება, ზოგიერთმა კი უკვე შემოიღო ასაკობრივი შეზღუდვები სხვადასხვა პლატფორმაზე. ეს შეზღუდვები რეალურ შეშფოთებას ასახავს: ბავშვები ონლაინ სივრცეში ხვდებიან ბულინგის, ექსპლუატაციისა და მავნე კონტენტის ზემოქმედების ქვეშ, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. არსებული მდგომარეობა ვერ იცავს ბავშვებს და აღემატება ოჯახების შესაძლებლობებს.
“მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი(იუნისეფი) მიესალმება მზარდ ყურადღებას ბავშვების ონლაინ უსაფრთხოების მიმართ, სოციალური მედიის აკრძალვებს საკუთარი რისკები ახლავს და შესაძლოა უკუეფექტიც ჰქონდეს.
“სოციალური მედია არ არის ფუფუნება – ბევრი ბავშვისთვის, განსაკუთრებით იზოლირებული ან მარგინალიზებული ჯგუფებისთვის, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უზრუნველყოფს სწავლას, ურთიერთობას სხვებთან, თამაშს და თვითგამოხატვას. გარდა ამისა, ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა მაინც იპოვის სოციალური მედიის გამოყენების გზას – რეგულაციების გვერდის ავლით, გაზიარებული მოწყობილობებით ან ნაკლებად რეგულირებულ პლატფორმებზე გადასვლით, რაც უფრო მეტად ართულებს მათ დაცვას.
ასაკობრივი შეზღუდვები უნდა იყოს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც იცავს ბავშვებს ზიანისგან, პატივს სცემს მათი კონფიდენციალობისა და მონაწილეობის უფლებებს და არ უბიძგებს მათ ნაკლებად უსაფრთხო სივრცეებისკენ.
“რეგულაციებმა არ უნდა ჩაანაცვლოს პლატფორმების ვალდებულება უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოება.
“გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობებს, მარეგულირებელ კომპანიებს და კერძო კომპანიებს იმუშაონ ბავშვებთან და ოჯახებთან ერთად, რათა შექმნან ციფრული გარემო, რომელიც უსაფრთხოა, ინკლუზიური და პატივს სცემს ბავშვთა უფლებებს. ეს მოიცავს:
- მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ასაკთან დაკავშირებულმა კანონებმა და რეგულაციებმა არ ჩაანაცვლოს კომპანიების ვალდებულება შექმნან უსაფრთხო პლატფორმები და მოახდინონ კონტენტის ეფექტიანი მოდერაცია. მთავრობებმა უნდა დაავალდებულონ კომპანიები პასუხისმგებლობა აიღონ, პროაქტიულად გამოავლინონ და რეაგირება მოახდინონ ბავშვთა უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებზე.
- სოციალური მედიისა და ტექნოლოგიური კომპანიებმა უნდა გადახედონ პროდუქტებს ისე, რომ ბავშვთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა იყოს მთავარი, შექმნან უსაფრთხო პლატფორმები და მოახდინონ კონტენტის ეფექტიანი მოდერაცია, შეიმუშაონ ასაკის განსაზღვრის და უფლებების დაცვის მექანიზმები და განსხვავებული გამოცდილებები, რომლებიც უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო, ასაკისთვის შესაბამის გარემოს ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის. ეს დაცვა უნდა გავრცელდეს ყველა კონტექსტში, მათ შორის, ნაკლებად უსაფრთხო ან კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებში, სადაც რეგულაციისა და დაცვის აღსრულების ინსტიტუციური შესაძლებლობები დაბალია.
- მარეგულირებლებმა უნდა დანერგონ სისტემური მექანიზმები ბავშვების მიერ ონლაინ სივრცეში განცდილი ზიანის პრევენციისა და შემცირების მიზნით.
- სამოქალაქო საზოგადოებამ და პარტნიორებმა უნდა ჩართონ ბავშვები, ახალგაზრდები, მშობლები და მზრუნველები სოციალურ მედიის ასაკობრივ შეზღუდვებზე მიმდინარე დებატებში.
- მშობლებსა და მზრუნველებს უნდა ასევე ჰქონდეთ მხარდაჭერა მათი ციფრული წიგნიერების გაუმჯობესების მიზნით – მათ უთუოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, მაგრამ ამჟამად მათ შეუძლებელს სთხოვენ: აკონტროლონ პლატფორმები, რომლებიც თავად არ შეუქმნიათ, მართონ ალგორითმები, რომლებიც არ ჩანს, და 24/7-ზე აკონტროლონ ათობით აპლიკაცია.
„გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მუშაობას ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და ოჯახებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანონმდებლობა, რეგულაციები და ტექნოლოგიების დიზაინი ასახავდეს ბავშვების შეხედულებებს, საჭიროებებსა და უფლებებს. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მთავრობებთან, ბიზნესთან და საზოგადოებებთან ერთად, რათა ყველა ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა უსაფრთხოდ ისწავლოს, იურთიერთოს და განვითარდეს ციფრულ ეპოქაში.“
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.