გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობას მასწავლებელთა ტრენინგებისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების გზით

24 ოქტომბერი 2023
meeting at the ministry
Communications Commission

თბილისი, საქართველო, 24 ოქტომბერი, 2023 წელი. გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და კომუნიკაციების კომისიასთან პარტნიორობით აგრძელებს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებას. გლობალური მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ორგანიზებულ მასწავლებელთა ფორუმზე მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო რესურსები და ახალი სახელმძღვანელო წარადგინეს.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა გახსნეს. 

„მედია და საინფორმაციო წიგნიერების გლობალური კვირეულის წლევანდელი თემაა მედია და ინფორმაციული წიგნიერება ციფრულ სივრცეში და მართლაც, ჩვენი როლი არის ბავშვებისა და ახალგაზრდების მედიაწიგნიერებითა და ციფრული კომპეტენციებით აღჭურვა“, - განაცხადა იესპერ მოლერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „დიდი მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კომუნიკაციების კომისიას შესანიშნავი პარტნიორობისთვის. განსაკუთრებული მადლობა იმ სკოლებს, რომლებმაც პირველებმა დაიწყეს მედიაწიგნიერების სწავლება. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს ადვოკატირებას, რომ მედიაწიგნიერება იყოს სასკოლო პროგრამის ნაწილი და ასევე გააგრძელებს მასწავლებლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას“.

ინიციატივის ფარგლებში 600-მა მასწავლებელმა უკვე გაიარა მედიაწიგნიერების ტრენინგი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან პარტნიორობით მიმდინარე წლის ბოლომდე ტრენინგების მეორე ეტაპზე დამატებით 1000 მასწავლებელი გადამზადდება.

Training of school principals
UNICEF

მედიაწიგნიერება სასწავლო პროგრამას არჩევით საგნად სექტემბრიდან დაემატა და უკვე ისწავლება რამდენიმე სკოლაში თბილისსა და ქუთაისში. ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაში მედიაწიგნიერებიც კლუბიც ამოქმედდა.

მედიაწიგნიერების ადვოკატირებისა და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გასულ კვირას გაეროს ბავშვთა ფონდმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და კომუნიკაციების კომისიასთან პარტნიორობით მოაწყო ადვოკატირების შეხვედრები საგანმანათლებლო რესურს ცენტრებთან და სკოლების დირექტორებთან ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდისა და ქუთაისში.

Training of school principals
UNICEF

შეხვედრებისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომ რესურსებზე და სკოლებს ინიციატივასთან შემოერთებისკენ მოუწოდეს. ოთხი ქალაქის სკოლის მასწავლებლებმა მედიაწიგნიერების სწავლების პრაქტიკული გამოცდილება გააზიარეს და ხაზი გაუსვეს ამ კრიტიკული უნარის მნიშვნელობას ბავშვების ხარისხიანი განათლებისთვის.

მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია და 21 საუკუნის ინფორმაციული ეპოქის ერთ-ერთი აუცილებელი უნარია, რომელიც მოსწავლეებს კარიერაში წარმატების მისაღწევად სჭირდებათ. მედიაწიგნიერების ინტეგრაცია ფორმალურ განათლებაში ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაიკვალონ გზა ინფორმაციის იმ დიდ ნაკადში, რომელსაც ისინი სხვადასხვა მედიის საშუალებით იღებენ.

 

მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.