მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო

მედიაწიგნიერება
UNICEF

შესახებ

სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ მომზადდა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სახელმძღვანელო და მასწავლებლის გადამზადების მოდული.

პროექტი „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. გადამზადებული მასწავლებლები, ერთი სემესტრის განმავლობაში ასწავლიან მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ. 

მედიაწიგნიერების გაკვეთილები