გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება COVID-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით

12 მარტი 2020

ნიუ იორკი, 11 მარტი, 2020 წ. – COVID-19-ის პანდემიად გამოცხადება არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო მომაკვდინებელი გახდა, არამედ წარმოადგენს დაავადების გეოგრაფიული გავრცელების დადასტურებას.  

გაეროს ბავშვთა ფონდმა უკვე დაიწყო საგანგებო ღონისძიებების გატარება COVID-19-ზე რეაგირების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ნებისმიერ ქვეყანასა თუ თემში.

ვაგრძელებთ თანამშრომლობას მთავრობებსა და პარტნიორებთან ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ბავშვებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებისთვის.

ამავე დროს, ძალიან გვაშფოთებს ეპიდემიის გვერდითი შედეგები და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გავლენა ბავშვებზე, მათ შორის, სკოლების დახურვა, ტვირთი ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემებზე პირველადი ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, დაცვის რისკები და ეკონომიკური წნეხი, რომელიც აწვება ზოგიერთ ოჯახს. 

ვირუსის შიში ასევე, ხელს უწყობს დისკრიმინაციას საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისადმი, მათ შორის ლტოლვილებისა და მიგრანტების მიმართ, რაც დაუშვებელია.  

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას დაზარალებულ თემებში ბავშვებზე გვერდითი შედეგების გავლენის შესამცირებლად და სტიგმატიზაციის დასამარცხებლად.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.