მაღალი წარმადობის ახალი მიკროტალღური დამშლელი სისტემა ზრდის ლაბორატორიის შესაძლებლობებს ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევისთვის საქართველოში

05 დეკემბერი 2025
Providing Equipment to NCDC
UNICEF/Geo-2025/Blagonravova

თბილისი, საქართველო, 2025 წლის 25 ნოემბერი - გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქიმიური რისკ-ფაქტორების კვლევის ლაბორატორიას გადასცა დამატებითი უახლესი ტექნოლოგია - მაღალი წარმადობის მიკროტალღური დამშლელი სისტემა, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ნიმუშების მომზადება ტყვიის შემცველობის ანალიზისთვის საქართველოში. ეს ტექნოლოგია იყენებს მაღალ ტემპერატურასა და წნევას უკეთესი დაშლის მისაღწევად, ამცირებს მომზადების დროს და ზრდის ეფექტიანობას.

ახალი სისტემა გამოყენებული იქნება საქართველოს ტყვიის ზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში, რათა დამუშავდეს ოჯახებიდან შეგროვებული ნიმუშები – მათ შორის, ნიადაგი, საღებავი, მტვერი, სანელებლები და სხვადასხვა საკვები პროდუქტი. ეს ნიმუშები გაივლის მაღალი სიზუსტის ტესტირებას ტყვიის დაბინძურების აღმოჩენისა და მონიტორინგისთვის.

თუ აქამდე ლაბორატორიაში არსებული მიკროტალღური დამშლელი სისტემით შესაძლებელი იყო დღის მანძილზე  მხოლოდ 30-მდე ნიმუშის დამუშავება, ახალი მაღალი წარმადობის მქონე ხელსაწყო მნიშვნელოვნად გაზრდის ლაბორატორიულ შესაძლებლობებს  და დამატებით 50-მდე ნიმუშის მომზადების საშულებას მოგვცემს.

ეს განახლება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბავშვებისა და ოჯახების ტყვიის ზემოქმედებისგან დაცვის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოს ვალდებულებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში. 

ლაბორატორიული ბაზის შექმნა და ტყვიის ზედამხედველობის პროგრამა ნაწილია მთავრობის სამოქმედო გეგმისა, რომლის მიზანია ტყვიის ზემოქმედების პრევენცია და ბავშვების ტოქსიკური ეფექტებისგან დაცვა. გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვების სისხლში ტყვიის მომატებული დონის შემცირებაში პრობლემის დიაგნოსტირების, ტყვიის წყაროების  დადგენის და ეროვნული რეაგირების გეგმის შემუშავებაში, რომლის ნაწილიცაა ლაბორატორიული ბაზის შექმნა.

ტყვიის ზეგავლენის ზედამხედველობითი სისტემა მოიცავს სახელმწიფოსა და რეგიონების მასშტაბით ბავშვების სისხლის შემადგენლობაში ტყვიის დონის ყოველწლიურ მონიტორინგს, დროთა განმავლობაში ცვლილებების გაზომვისა და ზეგავლენის წყაროების გამოსავლენად. სისტემა თავდაპირველად დაიწყო საქართველოს ორ რეგიონში – იმერეთში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც ბავშვებში ტყვიის ზემოქმედების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. ახლა პროგრამა ხორციელდება საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის, თბილისში.

მას-სპექტრომეტრს ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმით (ICP MS) და გაზურ(GC) და სითხურ ქრომატოგრაფებს (LC). ასევე, სხვადასხვა დონორის, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით, იუნისეფმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა ტიპის მასალაში სხვადასხვა ქიმიური ელემენტის კონცენტრაციის გამოსავლენად, აგრეთვე ოთხი რენტგენოფლუორესცენტული სპექტრომეტრი - ხელით გადასატანი სპეციალური მოწყობილობა, რომელიც სხვადასხვა ტიპის მასალაში ტოქსიკური ლითონის შემცველობის შემოწმების საშუალებას იძლევა. გადმოცემული ხელსაწყოები უნიკალურია რეგიონის მასშტაბით და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში გარემოს ჯანმრთელობის ლაბორატორიულ შესაძლებლობებს.

გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე დაეხმარა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ქიმიური რისკ-ფაქტორების კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლების ინტენსიური გადამზადებაში, ლაბორატორიული კვლევის მეთოდებისა და სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვის პროცესში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.