ჯგუფური დისტანციური სესიები ბავშვზე ზრუნვისა და განვითარების შესახებ

ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდმა პირველადი ჯანდაცვის 50 ცენტრში ტელემედიცინის მომსახურებები დანერგა

UNICEF
ჯგუფური დისტანციური სესიები
Remote Group Health Promotion Sessions
14 აგვისტო 2025

ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდმა პირველადი ჯანდაცვის 50 ცენტრში ტელემედიცინის მომსახურებები დანერგა, რითაც მშობლებისა და მზრუნველებისთვის ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებულ კრიტიკულ საკითხებზე ექიმებთან და ერთმანეთთან ინტერაქტიული კავშირი უზრუნველყო. აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც “ჩეხეთის კარიტასი” ახორციელებს, მოიცავს დედებისა და მზრუნველებისთვის სპეციალურად შემუშავებულ ჯგუფურ ვიზიტებს ექიმთან, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვზე ზრუნვისა და განვითარების კუთხით მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას. აღნიშნულმა მიდგომამ მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს სოფლის მოსახლეობაში დისტანციური კონსულტაციების მიმღებლობა.

 

ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა: ტელემედიცინა სოფლად მცხოვრები ბავშვების ჯანმრთელობისათვის

ეს სერვისი გულისხმობს ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემების მქონე პაციენტების ჯგუფურ ვიზიტებს ექიმთან კონსულტაციების მისაღებად. ინოვაციური მიდგომა, ტრადიციულ პირად კონსულტაციებთან ერთად, მკურნალ ექიმებს აძლევს საშუალებას, ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისტანციურად ერთდოულად რამდენიმე დედასა და მზრუნველს გაუწიოს კონსულტაციები ვირტუალური პლატფორმების მეშვეობით. ექიმთან ჯგუფური ვიზიტების მიმართ გლობალურად ინტერესი სულ უფრო იზრდება მათი მეშვეობით სხვადასხვა ასპექტებში კლინიკური შედეგების გაუმჯობესებისა და ჯანდაცვის ხარჯების შემცირების გამო.  

ექიმთან ჯგუფური ვიზიტების ეფექტიანობასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაეროს ბავშვთა ფონდმა დაამკვიდრა ექიმთან ჯგუფური ვიზიტები ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ზრუნვასა და განვითარების შესახებ მშობლების განათლების მიზნით. ამასთან, მან გამოიყენა COVID-19-ის პანდემიის დროს მიღებული გამოცდილება, როდესაც ექიმთან ჯგუფური ვიზიტები გამოიყენებოდა 20-25 ორსული ქალებისგან შემდგარი ჯგუფებისთვის დისტანციური საინფორმაციო სესიების გასამართად.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ექიმთან ჯგუფური ვიზიტები აამოქმედა, რათა მშობლებსა და მცირეწლოვანი ბავშვების მზრუნველებს ჯგუფური ჯანმრთელობის ხელშეწყობის სესიები შესთავაზოს ბავშვზე ზრუნვისა და განვითარების თემებზე. ეს სესიები ტარდება 50 სოფლის პირველადი ჯანდაცვის (PHC) კლინიკაში, რომლებიც შეირჩა ტელემედიცინის ცენტრებად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  

Telemedicine
UNICEF/Geo-2023/Tsetskhladze

დისტანციური კონსულტაციების მიმართ სოფლის თემებში მოთხოვნის გაზრდის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდმა ითანამშრომლა ოთხ გამოჩენილ ქართველ ჯანდაცვის პროფესიონალთან, რომლებიც ცნობილნი არიან ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების მოვლისა და განვითარების სფეროში თავიანთი ექსპერტიზით. სოციალური მედიის საშუალებით ჩატარდა გამოკითხვა, რათა შეგროვებულიყო ინფორმაცია ყველაზე გავრცელებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, რის შედეგადაც შეირჩა ხუთი ძირითადი თემა:
(i) ბავშვის განვითარების ეტაპები მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომით, რომელიც აღწერს აუცილებელ პროგრესს;
(ii) ბავშვთა გავრცელებული დაავადებების საშიში ნიშნები;
(iii) იმუნიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, რათა აღმოფხვრილიყო ვაქცინაციის მიმართ ეჭვები;
(iv) ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რომელსაც უზრუნველყოფენ ბავშვთა განვითარების ფსიქოლოგები;
(v) კვების რეკომენდაციები, რომლებიც ფოკუსირებულია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების კვების პრაქტიკებზე.

დისტანციური ჯანმრთელობის საგანმანათლებლო სესიების წარმატებული განხორციელების საფუძველზე, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩამოაყალიბა შემდეგი დასკვნები:

  • ჯგუფურ სესიებში მონაწილეობა ეხმარება დედებს მარტოობის შეგრძნების დაძლევაში, რაც ამცირებს გაურკვევლობას საკუთარი პრობლემების მართვის უნარის შესახებ.
  • სხვა დედების გამოცდილების დაკვირვებით ახალშობილებზე ზრუნვის პროცესში, ისინი არაპირდაპირ იღებენ მნიშვნელოვან ცოდნას საკუთარი ბავშვის მოვლისას არსებული გამოწვევების მართვის შესახებ.
  • პაციენტები მოტივირებულნი არიან, როდესაც ხედავენ, როგორ უმკლავდებიან სხვები ეფექტიანად თავიანთ პრობლემებს.
  • ჯგუფური დინამიკა ხელს უწყობს უფრო დაბალანსებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას მშობლებსა და ჯანდაცვის მომწოდებლებს შორის.
  • ჯანდაცვის მომწოდებლები განიცდიან კოლეგებთან ურთიერთობისა და პატივისცემის გაძლიერებას, რაც ზრდის მათ ეფექტიანობას.
  • ჯანდაცვის მომწოდებლები იღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას აუდიტორიისგან, რაც ეხმარებათ უკეთ მოერგონ მათ საჭიროებებს.
  • ჯგუფური სესიებისთვის საკმარისი დროის გამოყოფა იწვევს დედებისა და მზრუნველების მხარდაჭერის განცდას.
Telemedicine
UNICEF/Geo-2024/Bezhanishvili

ჯანდაცვის განათლებისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობა ექიმთან ჯგუფური ვიზიტების მეშვეობით

ექიმთან ჯგუფური ვიზიტებისადმი ინტერესი იზრდება, რასაც განაპირობებს მათ პოტენციალი, გაზარდოს ჯანდაცვის ხარისხი, შეამციროს ჯანდაცვის სფეროში არსებული უთანასწორობა, გააუმჯობესოს თვითორგანიზება და შეამციროს ხარჯები. ქვემოთ ჩამოთვლილია ასპექტები, რომლებიც ექიმთან ჯგუფური ვიზიტებს ეფექტიანს ხდის ჯანდაცვის განათლებისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის:

  • ჯგუფური სწავლება: ექიმებთან ჯგუფური ვიზიტები უზრუნველყოფს პლატფორმას პაციენტებისთვის, რათა ერთმანეთის გამოცდილებითა და გამოწვევებით ისწავლონ, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას.
  • ექსპერტთა რჩევები: ექიმთან ჯგუფური ვიზიტები პაციენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, მიიღონ პროფესიული რჩევები ჯანდაცვის სერვისების მომწოდებლებისგან ჯგუფის ფორმატში, რაც დაეხმარება თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკეთ გაგებაში.
  • ერთმანეთის მხარდაჭერა: ექიმთან ჯგუფური ვიზიტები ქმნის მხარდამჭერ გარემოს, რომელშიც პაციენტებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი წუხილი და გადაწყვეტილებები, რაც ერთიანობისა და ურთიერთმხარდაჭერის სულისკვეთებას ქმნის.
  • რესურსების ეფექტიანი გამოყენება: ჯგუფურ ფორმატში საერთო გამოწვევებთან გამკვლავებით ექიმთან ჯგუფური ვიზიტების დროს ჯანდაცვის რესურსები შეიძლება უფრო ეფექტიანად იქნას გამოყენებული.
  • გაზრდილი კომუნიკაცია: ჯგუფურმა გარემომ შეიძლება ხელი შეუწყოს ღია დისკუსიებს და პაციენტებს მისცეს საშუალება, გააჟღერონ თავიანთი წუხილები და კითხვები, რომელთა განხილვაც შეიძლება მორიდებოდათ “ერთი ერთზე” ფორმატში ვიზიტის დროს.
  • ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა: გამოცდილების გაზიარებითა და სპეციალისტებისგან რჩევის მიღებით პაციენტებს შეუძლიათ უკეთ გაიგონ, თუ როგორ მართონ თავიანთი ჯანმრთელობა, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პროაქტიურად მართვას.
Telemedicine
UNICEF/Geo-2024/Bezhanishvili

საქართველომ დაამტკიცა, რომ ექიმთან ჯგუფური ვიზიტების პრაქტიკის, გეოგრაფიულ დაბრკოლებებთან ადაპტირებისა და მათი დაძლევის  შედეგად არათუ დისტანციური ჯანდაცვის სისტემების განხორციელება, არამედ ჯანდაცვის შედეგების გაუმჯობესებაც კი გახდა შესაძლებელი. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რიგი უპირატესობების მიუხედავად ექიმთან ჯგუფური ვიზიტები ვერ ჩაანაცვლებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ისინი უნდა განიხილებოდეს, როგორც დამატებითი რესურსი, რომელმაც უნდა შეავსოს “ერთი-ერთზე” ფორმატის ტრადიციული ვიზიტები. 

 

პროექტის შესახებ

პროექტი „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოში ტელემედიცინის სერვისების დანერგვისა და ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. მისი დახმარება წარმოადგენს ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერის განუყოფელ ნაწილს COVID-19-ის წინააღმდეგ რეაგირების ფარგლებში ქვეყანაში, ასევე ჯანმოს მიმდინარე ტექნიკური დახმარების ნაწილს UHC-პარტნიორობის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს ეროვნული ხელისუფლების ერთგულების მხარდაჭერას პირველადი ჯანდაცვის რეფორმისა და უნივერსალური ჯანდაცვის (UHC) განვითარებისთვის საქართველოში.    

პროექტი გაეროს ოთხი ორგანიზაციის (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის) პარტნიორობითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერობით  ხორციელდება.