გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მონაცემებთან დაკავშირებით

04 თებერვალი 2020
unicef logo
UNICEF

თბილისი, საქართველო, 4 თებერვალი, 2020. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი პანელური კვლევაა, რომელიც 2009 წლიდან  ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევა გამოიყენება უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორების გასაზომად და მონაცემების მოსაპოვებლად განათლებისა და ჯანდაცვის, ბავშვთა კეთილდღეობის, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში. კვლევის შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციები პოლიტიკის შემქმნელებს აწვდის სათანადო ინფორმაციას სისტემური ცვლილებების განხორციელებისთვის, რათა ქვეყანაში გაძლიერდეს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სისტემებები.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები 2009-2017 წლებში შემდეგია:  

  • 2009 - 11.5%
  • 2011 – 9.4 %
  • 2013 – 6 %
  • 2015 – 2.5 %
  • 2017 – 6.8 %

2011 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებმა გამოიწვია დისკუსია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შესახებ, რის შედეგადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2013-2015 წლებში მოხდა აღნიშნული პროგრამის გადასინჯვა. რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა ბავშვებისათვის სპეციალური ფულადი დანამატი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში. სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის საპასუხოდ, 2019 წელს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი.  ამჟამად, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, მთავრობა ახორციელებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის და ბავშვთა ფულადი დანამატების ზეგავლენის სიღრმისეულ შეფასებას. შეფასების შედეგები ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლოს.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი