ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგონები რჩებიან განათლების, დასაქმების პერსპექტივისა და სოციალური კავშირების გარეშე, ამბობს ახალი კვლევა

ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ თვისებრივი კვლევა განხორციელდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით

19 აპრილი 2018
Child reading a book
UNICEF/Geo-2013/Khizanishvili

19 აპრილი, 2018.  თბილისი, საქართველო. ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები  ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების თემებში; გენდერული ნორმები ადრეული ქორწინების ერთ-ერთი მიზეზია და ეს განსაკუთრებით გოგონების ადრეული ქორწინების შემთხვევაში ჩანს - ეს მხოლოდ რამდენიმე მონაცემია ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ თვისებრივი კვლევიდან. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავდა ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და სხვადასხვა პრაქტიკის შესწავლას, ასევე რისკების, დამცავი და ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენას საქართველოს კონტექსტში.  

კვლევის თანახმად, მიიჩნევა, რომ დაქორწინებული მოზარდი გოგონასთვის, ოჯახის ყოლასთან ერთად, განათლების მიღებაშეუთავსებელია. ქორწინების შემდგომი როლები და პასუხისმგებლობები უმეტესწილად გადანაწილებულია გენდერულინიშნით. ოჯახის ფინანსების განკარგვის, გოგონას განათლების გაგრძელების და ოჯახის დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებებსქმარი და ქმრის მშობლები იღებენ. გოგონას მოვალეობად ოჯახისა და ბავშვის მოვლა მიიჩნევა. 

“18 წლამდე ქორწინება საფრთხეს უქმნის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით გარანტირებულ მთელ რიგ უფლებებს”, განაცხადა ლაილა გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, . „განათლებას უდიდესი როლი აქვს  როგორც ბიჭების, ასევე გოგონების წარმატებული მომავლისათვის და ადრეული  ქორწინების გადავადების საფუძველიც ხდება. განათლება ცვლის  ქალებისა და მამაკაცების მიერ საკუთარი როლებისა და პოტენციალის შესახებ ხედვას. საზიანო პრაქტიკისადა სოციალური ნორმების ცვლილებაასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში ყველა ბავშვს საკუთარიპოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს და დაცული იყოს ძალადობისგან. ასევე უნდა დაიწყოს დაგააქტიურდეს საჯარო დიალოგი იმისთვის, რომ საზოგადოებამ აღიაროს და გააცნობიეროს ნაადრევი ქორწინების უარყოფითიგავლენა.“ 

თვისებრივი კვლევისმიზანია მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაიგეგმოს სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი საპასუხოზომები, შემუშავდეს შესაბამისი სტრატეგიები,სამოქმედო გეგმები, გამიოყოს საჭირო რესურსები.ეს ყველაფერი კი საშუალებასმისცემს ქვეყანას შეასრულოს ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო ვალდებულებები, განსაკუთრებით კი   მდგრადიგანვითარების მე-5 მიზანი - გენდერული თანასწორობის მიღწევა.

 „UNFPA დიდ ძალისხმევას სწევს იმისთვის, რომ საქართველოში აღმოიფხვრას ისეთი საზიანო პრაქტიკები, როგორიცააადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება. თითოეული ადამიანის, თითოეული ქალისა და გოგონას უფლებები, ჯანმრთელობა, განათლება და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება კი მათ ამ უფლებებსა დაშესაძლებლობებს უზღუდავს. კვლევა, რომელიც ჩატარდა, გვაძლევს ფართო და საინტერესო სურათს  ადრეული/ბავშვობისასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის გამომწვევი მიზეზების, შედეგებისა და საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული შესაბამისი პოლიტიკის გატარებასდა შესაბამისად, მოზარდი გოგონებისათვის განვითარების სათანადო პირობების შექმნას,“ აცხადებს ლელა ბაქრაძე, UNFPA-სსაქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავეუწყებათაშორისი კომისიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის ოფისის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდის, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

UNICEF-ის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.