მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017

მოკლე მიმოხილვა

ძირითადი

წარმოდგენილი ანგარიში მოკლედ მიმოიხილავს 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგებს. აღნიშნული კვლევა
2009 წელს დაწყებული კვლევების მეხუთე ეტაპს წარმოადგენს. იგი გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებების ნაწილია და საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.

კვლევას სამი მიზანი აქვს. ესენია:

  1. საქართველოში არსებული სოციალურ- ეკონომიკური ტენდენციების მიმოხილვა;
  2. კეთილდღეობის ძირითადი ინდიკატორების დინამიკის შეფასება და მათი შედარება გასული ეტაპების შედეგებთან; და
  3. საქართველოში განხორციელებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების რეფორმის“ შედეგების იდენტიფიკაცია და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის, სოციალური დახმარების ახალი მეთოდოლოგიისა და სქემის დანერგვის შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

კვლევის მეხუთე ეტაპზე მიღებული მონაცემების საფუძველზე შესწავლილ იქნა ისეთი სოციალური მოვლენების გავრცელების არეალი, როგორიცაა სამომხმარებლო სიღარიბე, მატერიალური დეპრივაცია, სუბიექტური სიღარიბე და სოციალური გარიყულობა. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური ტრანსფერების როლსა და ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებს.

ავტორი

UNICEF

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული,
ინგლისური

გადმოწერეთ ანგარიში

(pdf, 3,31 MB) (pdf, 3,32 MB)

More to explore