გაეროს ბავშვთა ეხმარება საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ ყველაზე დაუცველ თემებს

12 აპრილი 2020
boy
UNICEF/GEO-2020/Blagonravova

თბილისი, 2020 წლის 10 აპრილი გაეროს ბავშვთა ფონდმა ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები ჩაუტანა გაჩიანში, ვახტანგისსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს. აღნიშნული დახმარება განხორციელდა პრემიერ-მინისტრის აპარატისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.

 

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან და მივაწოდოთ მათ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.“ - ღასან ხალილი

 

„ბავშვები ამ პანდემიის ფარული მსხვერპლნი არიან“, განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან და მივაწოდოთ მათ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.“

 

Ghassan Khalil

 

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თბილისში, დედოფლისწყაროში, ქობულეთსა და ქუთაისში მცხოვრებ დაახლოებით 380 ბოშათა ოჯახს გადაეცემა ჰიგიენური საშუალებებისა და სასურსათო პროდუქტისაგან შემდგარი პაკეტები. აღნიშნულ ოჯახებს ასევე მიაწვდიან ინფორმაციას ვირუსისგან თავის დაცვის შესახებ.

„ოჯახებს შესაძლოა სჭირდებოდეთ საკვები, სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებები ან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“, განაცხადა ღასან ხალილმა „ჩვენი დახმარების შედეგად ეს ოჯახები შეძლებენ თავის გატანას რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც“.

 

Humanitarian Action

 

კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობასთან, გაეროს სხვა სააგენტოებსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციებთან. რეაგირების ფარგლებში იუნისეფი ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: რისკების შესახებ ინფორმირება, ასევე ინფორმაციის მიწოდება სწავლის, თამაშისა  და პოზიტიური მშობლობის შესახებ; აუცილებელი ჰიგიენური და სამედიცინო საშუალებების გადაცემა ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სტრუქტურებისათვის; ბავშვების, ფეხმძიმე ქალებისა და მეძუძური დედებისათვის ჯანდაცვის სათანადო მომსახურების გაწევის უწყვეტობის უზრუნველყოფა; განათლების უწყვეტად ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ბავშვთა დაცვა, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე ზრუნვა და ადვოკატირება სოციალური დაცვის პროგრამების შეუფერხებელი მიწოდების მიზნით.

 

 



ვრცლად COVID-19-ითან დაკავშირებული სიახლეები და ბავშვებისა და ოჯახების დაცვის შესახებ რჩევები შეგიძლიათ იხილოთ: https://www.unicef.org/georgia/ka/covid19

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.