მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბავშვთა სიღარიბის სიღრმისეული ანალიზი

და სოციალური ტრანსფერებით სიღარიბის შემცირების სიმულაცია

Poverty
UNICEF/GEO-2019/Khetaguri

ძირითადი

საქართველოში მთავრობის მიერ ღარიბი შინამეურნეობებისთვის დახმარების გაწევის მთავარი მექანიზმი „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაა“, რომელიც როგორც ფულად ტრანსფერებს, ისე გარკვეულ არაფულად დახმარებებსაც ითვალისწინებს. 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 121,345 შინამეურნეობა (რაც მთელი მოსახლეობის 11.2%-ს შეადგენს) „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ფულად დახმარებას იღებდა. ამის მიუხედავად, სოციალურ დახმარებაზე მოთხოვნილება გაცილებით უფრო მაღალია, რაც უკანასკნელ წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალი მაჩვენებლებით არის გამოწვეული. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელობით ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, მე-5 რაუნდის (2017 წ.) წინა 12 თვის განმავლობაში, საქართველოში სოციალური დახმარება მთლიანობაში შინამეურნეობების 15.2 პროცენტმა ითხოვა (როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ისე სხვადასხვა ორგანიზაციებისგან). მათგან მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას შინამეურნეობების 8.6 პროცენტმა მიმართა, სხვა სახის სოციალური დახმარება 6.0 პროცენტმა ითხოვა და მხოლოდ 0.6 პროცენტმა ითხოვა ორივე - როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარება, ისე სხვა ფორმის
დახმარება. ყველაზე ხშირად მოქალაქეები დახმარებას ფულადი შემწეობის და სამედიცინო მომსახურების მისაღებად ითხოვენ.

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ქართული, ინგლისური