ბავშვთა უფლებები ბავშვებისათვის

საქართველოში, ბავშვების სასიკეთოდ, 2019 წელს შეიქმნა ბავშვის უფლებათა კოდექსი - „ბუკი“. ეს არის კანონი, სადაც წერია ბავშვის უფლებები. ყველამ უნდა იცოდეს და დაიცვას ეს უფლებები.

UNICEF-EU-PDO
UNICEF-EU-PDO

შესახებ

საქართველოში, ბავშვების სასიკეთოდ, 2019 წელს შეიქმნა ბავშვის უფლებათა კოდექსი - „ბუკი“. ეს არის კანონი, სადაც წერია ბავშვის უფლებები. ყველამ უნდა იცოდეს და დაიცვას ეს უფლებები.

კოდექსი (codex) – ლათინური სიტყვაა და წიგნს ნიშნავს. შესაბამისად, „ბუკი“ არის წიგნი ბავშვის უფლებების შესახებ.

„ბუკი“ ეხება ყველა ბავშვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში თითოეულ ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს, მიუხედავად სქესის, ასაკის, რელიგიის, ეროვნების, კანის ფერის, შეზღუდული შესაძლებლობისა და სხვა განსხვავების მიუხედავად. ქვეყანაში ყველა ვალდებულია შექმნას საჭირო პირობები, რათა ყველა ბავშვის უფლება თანაბრად იყოს დაცული.

საინფორმაციო ბროშურა შეიქმნა სახალხო დამცველის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სახალხო დამცველი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.