ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს საქართველოში არა აქვთ წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში

24 ივლისი 2018
Children living and working in the streets of Georgia
UNICEF

თბილისი, საქართველო, 2018 წლის 24 ივლისისიღარიბე, სხვადასხვა სახის პრობლემა ოჯახში, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებს უბიძგებს ქუჩისკენ - ამბობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ  დღეს წარმოდგენილი ახალი კვლევა. 

კვლევა განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვორლდ ვიჟენთან, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან, კარიტას საქართველოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისთან ერთად. კვლევა ჩაატარა ნორვეგიულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Fafo. 

კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ფენომენისა და მათთან დაკავშირებული ინსტიტუციური სისტემების უკეთ შესწავლას, რათა შემუშავდეს რეკომენდაციები და  დაინერგოს  პრევენციული ზომები.  

„ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში, უფროსებისა და ქუჩაში მცხოვრები სხვა ბავშვების მხრიდან ძალადობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან“ - ამბობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ლაილა გადი. „გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობდა მთავრობასთან, ევროკავშირთან და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ  შეიქმნილიყო სახელმწიფო მექანიზმები და მომსახურებები, როგორიცაა  მობილური ჯგუფები და სარეაბილიტაციო ცენტრები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მხარდასაჭერად. აუცილებელია მსგავსი რეაგირების მექანიზმების კიდევ უფრო გაფართოება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვების ქუჩაში მოხვედრის პრევენცია. ეს კი უნდა მოხდეს ბავშვთა დაცვის ქმედითი მექანზმების შემუშავებითა და სისტემური ცვლილებების განხორციელებით“, დაამატა ლაილა გადმა. 

„ბავშვების დაცვა ნებისმიერი სახის ძალადობისგან და ყველაზე დაუცველი ბავშვების საჭიროებებზე ზრუნვა ევროკავშირის პიორიტეტია და გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ ვხედავთ, რომმთავრობას აქვს გარკვეული პროგრესი ამ სფეროში, თუმცა საქმე ჯერ კიდევ რჩება. ვიმედოვნებთ, კვლევის შედეგად მოპოვებული მონაცემები ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. მოხარული ვართ, რომ მიმდინარეობს მუშაობა აჭარაში თავშესაფრებისა და  შესაბამისი მომსახურებების შექმნის, სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების, საზოგადოებისცნობიერების ამაღლებისა და ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენის მიმართულებით“, აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა. 

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების პოპულაცია ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს: ახალგაზრდებს/ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში მშობლების მზრუნველობის გარეშე; ბავშვები, რომლებიც დღისით ქუჩაში მუშაობენ და შემოსავალი ოჯახში მიაქვთ; ბავშვები, რომლებსაც თან ახლავთ უფროსები, რომლებიც თავად მუშაობენ ქუჩაში; ბავშვები მიგრანტი ქუჩის ოჯახებიდან, რომელთა შორის სჭარბობენ ბოშები დააზერბაიჯანელი ქურთები. 

საქართველოს და აზერბაიჯანის განსხვავებული სოციალური დახმარების პროგრამებისა თუ სამართლებრივი ჩარჩოების (მათხოვრობის აკრძალვა და წვრილი მოვაჭრეების მიმართ სანქციების აღსრულების უფრო მკაცრი ზომების გამოყენება) და აზერბაიჯანული ვალუტის გაუფასურების გამო, ხდება ბევრი აზერბაიჯანელი ოჯახის მიგრაცია საქართველოში, სადაც ისინი ქუჩის ცხოვრებას ეწევიან. ზაფხულში, ტურისტული სეზონის დროს, ხშირია აზერბაიჯანული და სხვა ქუჩის მობილური ოჯახების მიგრაცია საქართველოს ზღვისპირა კურორტებებისკენ. 

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები ჯგუფებად  იკრიბებიან და ერთად მოძრაობენ იმისთვის, რომ ერთმანეთი დაიცვან, ღამისგასათევი ადგილი იპოვონ, დასვენებისა და გართობის სივრცეები შეიქმნან, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები დაითანამშრომლონ ეკონომიკურ აქტივობებში, მაგალითად, წვრილმან ვაჭრობასა და ქუჩაში მათხოვრობაში, ასევე წვრილმან დანაშაულში. ბავშვთა ზოგიერთ ჯგუფს ისეთი შიდა სტრუქტურა აქვს, რომელიც ბავშვებს ხელმძღვანელი/უპირატესი სტატუსის მქონე ბავშვებად და დაქვემდებარებულ ბავშვებად ყოფს. უფროსი ბავშვები ზოგჯერ უმცროს ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არშეუსრულდათ 14 წელი, ან დაქვემდებარებულ ბავშვებს ფარად იყენებენ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის თავიდან  აცილების მიზნით, დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ. 

კვლევის ზედამხედველობისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღების მიზნით, შეიქნასამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც, ძირითად პარტნიორებთან ერთად, არიან იუსტიციის სამინისტრო, განათლებისადა მეცნიერების სამინისტრო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, სახალხო დამცველის აპარატი და ორგანიზაცია„გადავარჩინოთ ბავშვები“. 

კვლევის მონაცემებისა და რეკომენდაციების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭომ შეიმუშავა  კონკრეტული რეკომენდაციებიერთიანი სახელმწიფო ხედვის, სტრატეგიისაა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რათა ამოქმედდეს აუცილებელიპრევენციული და რეაგირების მექანიზმები ქუჩის ცხოვრებისგან ბავშვების დასაცავად. 

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა ბავშვის ქუჩაში მოხვედრის პრევენციის მიზნით ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებებისშექმნა. ასევე აუცილებელია არსებული მომსახურებების გეოგრაფიული არეალის გაზრდა და ახალი სერვისების შექმნააჭარაში. სპეციალური ღონისძიებები უნდა გატარდეს მიგრანტი ბავშვების და მათი ოჯახების დახმარებისა და მათ საჭიროებებზერეაგირებისთვის.  

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

UNICEF-ის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

აღმოაჩინე მეტი