სოციალური დაცვის პროგრამები უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს, თუმცა სიღარიბე კვლავ რჩება გამოწვევად

გაეროს ბავშვთა ფონდის ‘მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა’

12 ივნისი 2018
სოც.დაცვის პროგრამები
UNICEF-GEO2015-Khetaguri

თბილისი, საქართველო, 12 ივნისი, 2018 წ. - სოციალური დახმარებები გახდა უფრო მიზნობრივი და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას; მიზნობრივი სოციალური დახმარება უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს;  სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის; მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის მომსახურებები; შემცირდა სხვაობა სოფელსა და ქალაქს და მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის სკოლამდელ დაწესებულებში ჩართულობის თვალსაზრისით, თუმცა საბავშვო ბაღების არარსებობის გამო დაახლოებით 14 000 ბავშვი კვლავ ვერ დადის სკოლამდელ სააღმზრედელო დაწესებულებაში - ეს არის იუნისეფის მიერ დღეს წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგიერთი შედეგი.   

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოსხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2017 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებლები.    

“ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში“ - აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთაფონდის წარმომადგენელმა  საქართველოში. “ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველისოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვისთვალსაზრისით. ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათაბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ“.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია: 

• ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები ქვეყანაში გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა დასამომხმარებლო ფასების ზრდის გამო. 

• შემოსავლის რეალური ზრდის გამო, ხალხი ნაკლებად მიიჩნევს თავს ღარიბად. 

• მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა კვლავ რჩება ჯანდაცვაზე გაწეულიხარჯების მთავარ კომპონენტად. 

• ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს.  ფინანსური ინსტრუმენტებისგამოყენება (ბანკები და ლომბარდები) გაიზარდა ღარიბ ოჯახებში. 

• საბავშვო ბაღში დასწრებასთან დაკავშირებით შემცირდა სხვაობა ღარიბ/მდიდარ და ქალაქად/სოფლად მცხოვრებ ბავშვებსშორის.  

• ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ 3-5 წლის ასაკის 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნები ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს არასაკმარისირაოდენობით. 

• ღარიბი მოსახლეობის 15-18 წლის ასაკის ყოველი მეხუთე ბავშვი აღარ არის ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში.  

‘მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის’ მონაცემების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერებისათვის. 

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მოკლე მიმოხილვა იხილეთ ამ ბმულზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

UNICEF-ის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.org/georgia

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

აღმოაჩინე მეტი