სოფლის ექიმები საქართველოში გააუმჯობესებენ კორონავირუსის შემთხვევების მართვას ახალი ონლაინ პორტალის მეშვეობით

29 დეკემბერი 2020
Mtskheta Ambulatory
UNICEF/GEO-2020/Jibuti

მცხეთა, საქართველო, 29 დეკემბერი 2020. საქართველოში ყველა სოფლის ექიმი შეიძენს დამატებით ცოდნას კორონავირუსის პრევენციისა და მართვის საკითხებზე ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბაზაზე შეიქმნა. პლატფორმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და აშშ განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარებით შეიქმნა. ცენტრალიზებული პლატფორმის მიზანია უზრუნველყოს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის დედებისა და ბავშვების, კონსულტაცია და დახმარება სოფლის პირველადი ჯანდაცვის კარგად მომზადებული პროფესიონალებისგან.

პლატფორმის ეფექტიანი მუშაობისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდი უზრუნველყოფს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას 1000 სოფლის კლინიკისთვის და სოფლის ექიმებს ამარაგებს ყურსასმენებით და ვებკამერებით, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ აუდიო–ვიდეო კონფერენციებში და ჩაატარონ ონლაინ კონსულტაციები.

კოვიდ 19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა სოფლის ექიმების უმნიშვნელოვანესი როლი მოსახლეობის  პირველადი ჯანდაცვის უზრუნველყოფაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტიანობის გაზდა და ამ მიმართულებით მედიკოსების მხარდაჭერა.

 

"„ვფიქრობ, ახალი ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს სოფლის ექიმების მიერ კორონავირუსის შემთხვევების პროფესიონალურ დონეზე მართვას და გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას." - ზურაბ ანდღულაძე

 

„დღეს ჩვენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბაზაზე შევქმენით ახალი ონლაინ პლატფორმა და განვახორციელეთ სოფლის ამბულატორიების ინტერნეტიზაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ სოფლის ექიმების ხელმისაწვდომობა უწყვეტ საკუმუნიკაციო არხებზე, რათა მათ შეძლონ, მყისიერად მიიღონ განახლებული ინფორმაცია ახალ პროტოკოლებსა თუ გაიდლაინებზე,  ასევე მოსალოდნელ ვაქცინაციებზე, სქრინინგებზე და ა.შ. გარდა ამისა, ონლაინ პლატფორმის საშუალებით, ჩვენ შეგვეძლება დროულად გავეცნოთ სოფლის ექიმებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებს,“ განაცხადა ზურაბ ანდღულაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ. „ვფიქრობ, ახალი ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს სოფლის ექიმების მიერ კორონავირუსის შემთხვევების პროფესიონალურ დონეზე მართვას და გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას,“ დასძინა მან.

 

"გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს ტელემედიცინის განვითარებას საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად." - ღასან ხალილი

 

„კორონავირუსით დაავადებული ადამიანების მოვლაზე ზრუნვა ზრდის ჯანდაცვის სისტემებზე მოთხოვნას, რაც მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა”, - თქვა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. ”ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, მიუხედავად იმისა, ისინი ცხოვრობენ სოფლად თუ ქალაქად. ერთიანი საკომუნიკაციო საშუალებები, როგორიცაა ეს ონლაინ პლატფორმა, მოამარაგებს სოფლის ჯანდაცვის პროფესიონალებს უახლესი ინფორმაციითა და უნარებით, რათა მათ უკეთ მართონ კორონავირუსთან დაკავშირებული რისკები. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს ტელემედიცინის განვითარებას საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად,”- დასძინა ხალილმა.

 

Mtskheta Ambulatory

 

ონლაინ პლატფორმა მოიცავს ვიდეო კონფერენციის სხვადასხვა საშუალებებს, რაც ექიმებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ მცირე ჯგუფურ დისკუსიებში, თემატურ ჩატებში და გააუმჯობესონ ცოდნა კლინიკური მოვლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული  სტანდარტების შესახებ. ექიმები ასევე მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას და გზამკვლევებს ონლაინ ლაივ-სტრიმის და ჩაწერილი ვიდეო ტრენინგების საშუალებით.

პლატფორმა გახდება ექიმთა შეტყობინების ცენტრი, ასევე დავალებების განაწილებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტი. ის ასევე წარმოადგენს გამოცდილების გაზიარების ადგილს ექიმებისთვის.

სოფლის ექიმები ჯანდაცვის ერთადერთი რგოლია სოფლად, ყველაზე დაუცველ თემებში. მათ ასევე ევალებათ კორონავირუსის შემთხვევებთან გამკლავება. გაეროს ბავშვთა ფონდი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობით, ამზადებს სოფლის პირველადი ჯანდაცვის 1,300 პროფესიონალს კორონავირუსის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევების მართვის საკითხებზე. სოფლის ექიმებს ჩაუტარდათ ტრენინგი, თუ როგორ უნდა გამართონ დისტანციური სამედიცინო კონსულტაციები დედისა და აღმზრდელებისთვის მშობიარობის შემდგომი და ბავშვთა მოვლის საკითხებზე, რათა უზრუნველყონ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ძირითადი მომსახურებების უწყვეტობა კორონავირუსის პანდემიის დროს.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.