კომუნიკაცია სოციალური ცვლილებებისათვის
ადამიანების, მათი შეხედულებებისა, სოციალური და კულტურული ნორმების ცოდნა და გაგება

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
ზოგადი მიმოხილვა
კომუნიკაცია განვითარებისა და სოციალური ცვლილებებისათვის გულისხმობს ადამიანების, მათი შეხედულებებისა და ფასეულობების, სოციალური და კულტურული ნორმების ცოდნასა და გაგებას. ეს გულისხმობს ადგილობრივი თემების აქტიურად ჩართვას მუშაობაში, როგორც ზრდასრულების, ასევე ბავშვების მოსაზრებათა გათვალისწინებას, იმის გაგებას, თუ რაში ხედავენ ისინი საკუთარ პრობლემებს, რა გამოსავალს ხედავენ მათ მოსაგვარებლად.
კომუნიკაცია განვითარებისა და სოციალური ცვლილებებისათვის ორმხრივი პროცესია მოსაზრებათა და ცოდნის გაზიარებისთვის, რომელიც იყენებს მრავალფეროვან საკომუნიკაციო საშუალებებსა და მიდგომებს, აძლიერებს ცალკეულ ინდივიდებსა თუ თემებს, რათა მათ თავად შეძლონ საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად აქტიური ქმედება.
სოციალურ ცვლილებებისკენ მიმართული ჩვენმა საკომუნიკაციო კამპანიამ, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ არსებული ცრურწმენების, უარყოფითი დამოკიდებულებების შეცვლა იყო, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შეზღუდული შესაძლებობების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირებაში.
ვმუშაობთ აგრეთვე იმ კულტურული და სოციალური ნორმების შესაცვლელად, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობას.