ვმუშაობთ ერთად თითოეული ბავშვისთვის

სამოქმედო პროგრამა 2026-2030

Child
UNICEF

შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდის ხედვა ისეთი მომავალია, სადაც ყველა ბავშვს, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველს, ექნება თანაბარი წვდომა ხარისხიან ჯანდაცვასა და კვებაზე, ინკლუზიურ განათლებასა და მომავლისთვის შესაბამის უნარებზე; ბავშვის მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება სოციალური დაცვის, ბავშვთა დაცვის ძლიერი სისტემებითა და სამართლებრივი ჩარჩოებით; მდგრადი ინვესტიციებისა და ძლიერი პარტნიორობის მეშვეობით, ბავშვები იძენენ ცოდნას, აქვთ განვითარებისა და წარმატების შესაძლებლობა ძალადობისა და სიღარიბისაგან თავისუფალ გარემოში, რაც ხელს უწყობს მდგრადი, ინკლუზიური და განვითარებული ქვეყნის ჩამოყალიბებას.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2026-2030 წლების პროგრამა შემუშავდა სამთავრობო ინსტიტუციებთან, გაეროს სააგენტოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან, განვითარების პარტნიორებთან და თავად ბავშვებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად. საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის დამტკიცება მეტყველებს ძლიერ ეროვნულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებაზე პროგრამის ერთობლივი განხორციელებისა და მონიტორინგის კუთხით.

Cover
ავტორი
UNICEF

გადმოსაწერი ფაილები