ერთი დღე საბავშვო ბაღში - როგორ აუმჯობესებენ სასწავლო გარემოს ბაღის აღმზრდელები

სკოლამდელი აღზრდის სფეროში ჩატარებული ტრენინგებისა და ქოუჩინგის შედეგად ბაღში ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემო ძირეულად შეიცვალა

UNICEF
UNICEF/GEO-2019/Robakidze

16 იანვარი 2020

2017 წელს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდსა და პოლონეთის მთავრობას შორის დაწყებული თანამშრომლობა მიზნად ისახავდა საბავშვო ბაღების აღმზრდელთა პროფესიულ განვითარების გზით ახალი სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. რუსთავის N31 საჯარო ბაღი ერთ-ერთია იმ შვიდ სამიზნე სკოლამდელ დაწესებულებას შორის, რომლის აღმზრდელებმა და სხვა თანამშრომლებმა ამ პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიარეს და პრაქტიკული მხარდაჭერა („ქოუჩინგი“)  მიიღეს. სკოლამდელი აღზრდის სფეროში ჩატარებული ტრენინგებისა და ქოუჩინგის შედეგად ბაღში ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემო ძირეულად შეიცვალა და უფრო მორგებული გახდა ბავშვების ინტერესებზე. რაც მთავარია, ეს დადებითი ცვლილებები ძვირადღირებული მასალებსა და რესურსებზე დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე განხორციელდა, რადგან აღმზრდელებმა  საგანმნათლებლო გარემო ხელმისაწვდომი მეორადი და ბუნებრივი მასალით გაამდიდრეს. ახლა აღმზრდელები  უკეთესად აცნობიერებენ და პასუხობენ ბავშვთა ინტერესებს და  სასწავლო პროცესის წარმართვისას მიყჰყვებიან ბავშვების ინიციატივას.

გასაფერადებელი სურათების ნაცვლად ბავშვებისთვის სხვადასხვა მასალის საშუალებით ხატვისა და  შემოქმედებითად თვითგამოხატვის საშუალების მიცემა მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რომელიც მათ წარმოსახვის განვითარებას ხელს უწყობს, იწვევს დადებით ემოციებს და უყალიბებს საბავშვო ბაღისადმი მიკუთვნებულობის განცდას .

UNICEF/GEO-2019/Robakidze

ქოუჩინგის შედეგად აღმზრდელებმა ბავშვების რაოდენობრივი, შემეცნებითი და ნატიფი მოტორული უნარების გასავითარებლად მათთვის ბუნებრივი რესურსების შეთავაზება დაიწყეს. ერთ–ერთი ასეთი აქტივობის დროს, ბავშვებმა ხელით დახატული წრეების შესავსებად  წითელი და თეთრი ლობიო გამოიყენეს და ქაღალდზე სხვადასხვა ორნამენტები შექმნეს.

UNICEF/GEO-2019/Robakidze

ზაფხულის არდადეგების დროს, სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებმა, ექსპერტის (ან ქოუჩის) მხარდაჭერით და ბავშვებთან კონსულტაციით, პირქუშ ეზო გადააქციეს ცოცხალ, მხიარულ და საინტერესო სივრცედ, რომელიც ბავშვებსკვლევის, შესწავლისა და თამაშის შესაძლებლობას აძლევს. გადამუშავებული ან მეორადი მასალებისა და ყოველდღიური საგნების გამოყენების გამო, ტრანსფორმაცია თითქმის არაფერი დაჯდა.

UNICEF/GEO-2019/Robakidze

სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების, პასტელების, თიხის, ქაღალდისა და წებოს გამოყენებით ბავშვები  ხელოვნების მშვენიერ ნიმუშებს ქმნიან. ბავშვთა ნამუშევრები და შემოქმედება  აღმზრდელებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო გახდა, რადგან მათი საშუალებით ისინი ბავშვთა განვითარებას აკვირდებიან, თვალს ადევნებენ და აფასებენ. აღმზრდელებს ახლა უკვე უკეთესად შეუძლიათ ბავშვთა ინდივიდუალური პორტფოლიოების შექმნა, ბავშვების მიერ მიღწეული პროგრესის თვალის მიდევნება, მათი საჭიროებების და ინტერესების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.

UNICEF/GEO-2019/Robakidze

სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლები ბავშვთა განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნიან. თუთიყუში - სკოლამდელი დაწესებულების განსაკუთრებული პატარა ბინადარი, ბავშვებისთვის დიდი სიხარულისა და ინტერესის წყაროა. ის  იდეალურ შესაძლებლობებს ქმნის იმისთვის, რომ ბავშვებმა სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ ფრინველების, ბუმბულების, ფრენის და ბევრი სხვა საკითხის შესახებ.  

UNICEF/GEO-2019/Robakidze

ბავშვები შემოქმედებითად იყენებენ საბურავების მარტივ, ღია ტიპის “კონსტრუქციებს”. სკოლამდელი განათლების ახალი სტანდარტებში ღია ტიპის რესურსების გამოყენება დიდად არის წახალისებული, ვინაიდან მათი გამოყენების ერთი სწორი გზა არ არსებობს, რაც ხელს უწყობს ბავშვების წარმოსახვითი აზროვნებისა და შემოქმედებითობის განვითარებას.

UNICEF/GEO-2019/Robakidze

საბავშო ბაღის ეზოს განახლების შედეგად აღმზრდელებმა ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისათვის  სივრცის მნიშვნელობა გადააფასეს. აღმზრდელები ბავშვებს აქეზებენ  სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთონ. როდესაც გარეთ თბილა, შეუძლიათ განიტვირთონ და წიგნიც წაიკითხონ, რაც შეიძლება სწავლის სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს მათთვის.

UNICEF/GEO-2019/Robakidze

აღმზრდელების დახმარებით ბავშვებმა სხვადასხვა მცენარეი დათესეს, მორწყეს და მათ ზრდასა და ტრანსფორმაციას აკვირდებოდნენ. მცენარეთა მოვლა მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ ბავშვებმა მცენარეების განსხვავებების, მსგავსებებისა და ზრდის პროცესების შესახებ ისწავლონ, შეიძინონ მცენარეებსა და გარემოზე ზრუნვის უნარები.

UNICEF/GEO-2019/Robakidze

ახალი სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით აღმზრდელ-პედაგოგის როლი პროცესის ხელმძღვანელობა კი არ არის, არამედ  მათი ინტერესების გათვალისწინებით ბავშვის განვითარებისთვის ჩარჩოსა და ბიძგის მიცემაა. აღმზრდელმა ქეთინო დემურაშვილმა კვერცხის მუყაოს კონტეინერებისა და ფერადი ქაღალდებისგან სამაგიდო თამაში გააკეთა, რომელსაც ბავშვები სიამოვნებით თამაშობენ მცირე ჯგუფებში. იმის მიუხედავად, რომ ასეთი სამაგიდო თამაშები ადვილი გასაკეთებელია, ისინი ბავშვებს მნიშვნელოვანი შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარება.

UNICEF/GEO-2019/Robakidze

ქოუჩინგის შემდეგ, აღმზრდელებმა უფრო მეტად დააფასეს ბავშვების ესთეტიკური შესაძლებლობები და თვითგამოხატვის მრავალფეროვანი გზები, რისთვისაც მხოლოდ ქაღალდი და ფანქარი ყოველთვის საკმარისი არ არის. აზრებისა და ემოციების გამოსახატავად ხელნაკეთი მხატვრული ინსტრუმენტების გამოყენება შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვთა კეთილდღეობის განცდას, მათ შემოქმედებით და სოციალურ-ემოციურ განვითარებას.

აღმოაჩინე მეტი