ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება 2- 5 წლის ასაკის ბავშვების მიერ - წინაპირობები და შედეგები

რა ფაქტორები ახდენს გავლენას 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვის მიერ ელექტრონული მოწყობილობების ხშირად გამოყენებაზე?

Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Robakidze

ძირითადი

2018 წელს, საქართველოში, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ფარგლებში, 5 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების პრაქტიკა შეფასდა. მათ მშობლებს (ან მზრუნველებს) ჰკითხეს, ბოლო 7 დღის განმავლობაში ითამაშა თუ არა ბავშვმა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით, როგორებიცაა კომპიუტერი, სმარტფონი, ტაბლეტი, ან უყურა თუ არა ტელევიზორს? ეს მოცემული ანგარიშის მთავარი სამიზნე საკითხია.

აღნიშნულ ანგარიშში განხილულია 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სავარაუდო გამომწვევი ფაქტორები და პოტენციური შედეგები. ყურადღება გამახვილდა კონტექსტუალურ და/ან ინდივიდუალურ ფაქტორებზე, რომლებმაც, შესაძლოა, წაახალისოს ელექტრონული მოწყობილობების ხშირი გამოყენება. შესაბამისად, ანგარიშის ძირითადი ნაწილი, რომელშიც მონაცემთა ანალიზის შედეგებია წარმოდგენილი, ორ შინაარსობრივ სფეროდ იყოფა, კერძოდ: 1. ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების პრედიქტორები (გამომწვევი ფაქტორები) - რა პირობები უწყობს ხელს ბავშვის მიერ ელექტრონული მოწყობილობების ხშირად გამოყენებას? და 2. ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების პოტენციური შედეგები - რა გავლენას ახდენს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების ძირითად სფეროებზე?

ანგარიშში ვეცადეთ პასუხი გაგვეცა ძირითად კვლევით კითხვებზე:

  1. რა ფაქტორები ახდენს გავლენას 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვის მიერ ელექტრონული მოწყობილობების ხშირად გამოყენებაზე?
  2. არის რაიმე ტიპის კავშირი ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებასა და ბავშვის ადრეული განვითარების ინდექსს შორის? თუ არის, როგორ აისახება გაჯეტების ხშირი გამოყენება ადრეული განვითარების ინდექსსა და მის განზომილებებზე?
ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ქართული, ინგლისური

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 3,21 MB) (PDF, 3,28 MB)