ბავშვის უფლებათა კონვენცია

ადაპტირებული გამოცემა

ძირითადი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა.

კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებმა აიღეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.

კონვენციის წინამდებარე საბავშვო გამოცემა მიეძღვნა ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების ოცი წლისთავს.

ბავშვის უფლებათა კონვენცია

ავტორი

UNICEF

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული

გადმოწერეთ ანგარიში

(pdf, 3,45 MB)

More to explore