საინფორმაციო ბიულეტენი 2020

ამ საინფორმაციო ბიულეტენში მიმოხილულია საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები

children in school
UNICEF/GEO-2020/Jibuti

შესახებ

ამ საინფორმაციო ბიულეტენში მიმოხილულია საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები. აღსანიშნავია, რომ იუნისეფმა არაერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა და შესაბამისი შედეგების მიღება შეძლო კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი გამოწვევებისა და მათზე საპასუხოდ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად. გაეროს ბავშვთა ფონდის გუნდმა მყისიერად დაიწყო პანდემიაზე რეაგირება სწრაფად შეძლო ადაპტაცია ბავშვებისათვის განკუთვნილი გრძელვადიანი პროგრამების გაგრძელების უზრუნველყოფით, არსებული მძლავრი პლატფორმების გაძლიერებითა და ადაპტირების გზით მათი უწყვეტობის შენარჩუნება. განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე, წარმოქმნილ საჭიროებებზე რეაგირების გარდა, წლის განმავლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობის შედეგებს შორის აღსანიშნავია საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის ძალაში შესვლა; ბავშვის უფლებების შესახებ ახალი ვებპორტალების შექმნამასზე მორგებული მონაცემების მოსამზადებლად; დაუცველი ბავშვებისა და ოჯახებისათვის მომსახურების გაწევა და ციფრული საშუალებების აქტიურად გამოყენება იმისთვის, რომ მოზარდების ხმა უფრო ძლიერად გვესმოდეს, ხოლო თემის ცხოვრებაში მათი მონაწილეობა გაიზარდოს.

გადმოწერეთ დოკუმენტი

(PDF, 4,41 MB) (PDF, 4,01 MB)