როგორ მიმართოს ბავშვმა სასამართლოს

სასამართლო არის ადგილი, რომელსაც ადამიანები მიმართავენ, სწერენ და შემდეგ ყვებიან თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ.

როგორ მიმართოს ბავშვმა სასამართლოს
როგორ მიმართოს ბავშვმა სასამართლოს

შესახებ

სასამართლო არის ადგილი, რომელსაც ადამიანები მიმართავენ, სწერენ და შემდეგ ყვებიან თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ. სასამართლოში ინიშნება პრო­ ცესები, სადაც საუბრობენ, განიხილავენ ადამიანების პრობლემებს ანუ „საქმეებს“ და მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს ამ პრობლემების გადასაჭრელად.

თუ ფიქრობ, რომ შენი უფლებები ვინმემ დაარღვია, შენი უფლებაა დამოუკიდებლად მიმართო სასამართლოს.

Შენი პრობლემის შესწავლას მოსამართლე მაშინ დაიწყებს, როცა შენ ან სხვა პირი მას ამ პრობლემის შესახებ მიმართავს.

საინფორმაციო ბროშურა შეიქმნა სახალხო დამცველის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სახალხო დამცველი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.