მოქნილი სკოლამდელი სისტემა ყველა ბავშვისთვის

ადრეული განათლების დივერსიფიკაცია ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

Diversification
UNICEF

About

დივერსიფიკაცია, ადრეული განათლების გასაუმჯობესებლად, ტრანსფორმაციულ სტრატეგიად არის აღიარებული, ვინაიდან აქვს პოტენციალი, სწრაფად გააფართოვოს ხარისხიან სკოლამდელ დაწესებულებებზე წვდომის არეალი და დააკმაყოფილოს საზოგადოების ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ნაწილის საჭიროებები.

დივერსიფიკაციის პროცესი წარმოიქმნა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, პოლიტიკის გამოწვევების საპასუხოდ. თუმცა ამ პროცესის შესახებ ცოდნისა და მტკიცებულებების სისტემური დოკუმენტირება არ მომხდარა.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ანგარიშით „მოქნილი სკოლამდელი განათლების სისტემა თითოეული ბავშვისთვის ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ადრეული განათლების დივერსიფიკაცია და შემთხვევების ანალიზი“ იწყება:

  • იმის აღმოჩენა, თუ როგორ აღიქმება რეგიონში სკოლამდელი განათლების დივერსიფიკაცია და როგორ ხდება არსებული გამოცდილების სამუშაო სახელმძღვანელო პრინციპებად გარდაქმნა;
  • დივერსიფიცირების გზით უკვე მიღწეული საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მაგალითებისა და დანერგვის პროცესში მიღებული გამოცდილების დოკუმენტირება;
  • რეფლექსია მიღებულ გამოცდილებაზე, რათა მთავრობებმა შეძლონ დივერსიფიკაციის მიდგომის აქტიურად და სისტემატურად გამოყენება;
  • მთავრობებისა და პარტნიორებისთვის დივერსიფიცირებული მიდგომის დასანერგად და სისტემის მდგრადობის ხელშესაწყობად რეკომენდაციების შეთავაზება.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სკოლამდელ მომსახურებებზე, მიგნებები და რეკომენდაციები ასევე მნიშვნელოვანია უფრო ფართო, ადრეულ ასაკში განათლებისა და ზრუნვის სისტემების კონტექსტშიც, რაც, შესაძლოა გახდეს მომავალი კვლევის საგანი.

Diversification