ბავშვთა უფლებების ინტეგრირება კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებაში საქართველოში

Integrating Child Rights
UNICEF

About

ბავშვები არიან ნებისმიერი ქვეყნის მდგრადი მომავლის იმედი. ისინი არიან ჩვენი საზოგადოების მომავალი სამუშაო ძალა, მასწავლებლები და მზრუნველები, ლიდერები, მოაზროვნეები, ნოვატორები და შემოქმედები. ამავდროულად, ბავშვები არიან აწმყო, რომელთაც აქვთ სიცოცხლის, განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების თანდაყოლილი უფლება. მათზე აუცილებლად მოახდენს გავლენას – უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ – ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევანი და დღეს განხორციელებული ქმედებები. თითოეული ბიზნესი, მცირე თუ მსხვილი, პირდაპირ ან ირიბად ურთიერთქმედებს ბავშვებთან და ზეგავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.

წინამდებარე სახელმძღვანელო შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს ქართულ ბიზნესებს ბავშვებზე მათი გავლენის გააზრებასა და მართვაში, გლობალური ანგარიშგების განვითარებადი სტანდარტების გაცნობაში და ბავშვთა უფლებებზე ზრუნვის გრძელვადიანი კორპორაციული ღირებულების მამოძრავებელ ძალად გარდაქმნაში.

Cover
ავტორი
UNICEF