ბავშვებისა და მოზარდების უფლებები საქართველოში - 2025
- English
- ქართული
შესახებ
საქართველოში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების სიტუაციური ანალიზი (2025) გვთავაზობს 2020-2024 წლების პერიოდში ბავშვის უფლებების ხელშეწყობის სფეროში მიღწეული პროგრესის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების ყოვლისმომცველ მიმოხილვას. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ შემუშავებული წინამდებარე ანგარიში აშუქებს უფლებებზე დაფუძნებული და თანასწორობაზე ფოკუსირებული პრიზმიდან დანახულ მნიშვნელოვან ტენდენციებსა და მზარდ პრობლემებს. ანგარიში ეყრდნობა სახელმწიფო უწყებების, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სახალხო დამცველის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს სხვა ორგანიზაციებისა და განვითარების სფეროში მომუშავე პარტნიორების მონაცემებს.