საქსტატის და გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევით ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობა შეფასდება

04 ივლისი 2022
Survey Launched by UNICEF and GEOSTAT will assess the situation of children and their families in Georgia
UNICEF/Geostat

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 4 ივლისი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით იწყებს „ბავშვთა კეთილდღეობის კვლევას“, რათა განისაზღვროს და გაანალიზდეს ბავშვების წინაშე არსებული პრობლემები, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილიგამოწვევები.  

კვლევის მიზანია, განისაზღვროს ის მიღწევები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ბავშვები საქართველოში ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, განათლებაში, ბავშვთა კვებაში, ჯანმრთელობაში, ბავშვთა და სოციალურ დაცვაში; ასევე კვლევის მიზანია, გამოავლინოს ბავშვთა შორის არსებული უთანასწორობები, რასაც სახელმწიფო უფრო მიზნობრივი და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის საშუალებით უპასუხებს. აღნიშნული კვლევა დაეფუძნება საქსტატის რეგულარულ კვლევას - შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა. საქსტატთან შეთანხმებით, აღნიშნულ კვლევას გაეროს ბავშვთა ფონდი დაამატებს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ბავშვთა მატერიალური დანაკლისი, ბავშვის აღზრდის მეთოდები, ბავშვის ადრეული განვითარება, ბავშვის სოციალური დაცვა, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და ბავშვთა სასკოლო კვება. 

კვლევის შედეგები საქართველოს მთავრობას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას და შექმნის მტკიცებულებებს საჯარო პოლიტიკის დასახვეწად განათლების, ჯანდაცვის, ბავშვთა და სოციალური დაცვის სფეროებში. ამას გარდა, კვლევის შედეგების გაცნობით საქართველოს პარლამენტი უფრო მეტად ინფორმირებული იქნება, თუ როგორ მოახდინოს ბავშვის უფლებების კოდექსის განხორციელების მონიტორინგი.

საველე სამუშაოების ჩატარებას საქსტატი 2022 წლის ივლის-სექტემბერში გეგმავს. კვლევაში ჩაერთვება საქართველოს 1400 შინამეურნეობა. ამ მიზნით კვლევაში მონაწილე 130-მდე საველე პერსონალს შესაბამისი ტრენინგი უტარდებათ. საქსტატის ინტერვიუერები დეტალურად გაეცნობიან კვლევის მეთოდოლოგიას, კითხვარების შევსების ინსტრუქციასა და საველე პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს. კვლევის შედეგები 2023 წლის პირველ კვარტალში გამოქვეყნდება.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.