ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროფესიონალები ბავშვის უფლებების შესახებ სპეციალიზებულ ცოდნას მიიღებენ

გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებას

17 თებერვალი 2022
Over 50 professionals from the Non-custodial Penalties and National Probation Agency increased their knowledge and skills on working with the children in conflict with the law, as well as child victims and witnesses of crime
UNICEF/Geo-2022/Valishvili
Over 50 professionals from the Non-custodial Penalties and National Probation Agency increased their knowledge and skills on working with the children in conflict with the law, as well as child victims and witnesses of crime

თბილისი, საქართველო, 17 თებერვალი, 2022 არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 50-ზე მეტმა პროფესიონალმა აიმაღლა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან, ასევე ძალადობა განცდილ და დანაშაულის მოწმე ბავშვებთან მუშაობის ცოდნა და უნარები. ოთხდღიანი სასწავლო პროგრამა ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროფესიონალების სპეციალიზაციის ხელშემწყობი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით.

მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგის ხუთი მოდული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების იურიდიული და ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ, როგორიცაა ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები, ძალადობის გავლენა ბავშვის განვითარებაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და საერთაშორისო სტანდარტები. ტრენინგის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულნი განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში.

განრიდება არის მექანიზმი, რომელიც სისხლის სამართლის წარმოების ალტერნატივად გამოიყენება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ქვაკუთხედია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი  ამ სფეროში მომუშავე პირთაგან მოითხოვს, განრიდება გამოიყენონ პრიორიტეტულ ზომად ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. ეს ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას, გააცნობიერონ თავიანთი ქმედებების შედეგები და მიიღონ მხარდაჭერა, რაც მათ თავიდან ააცილებს დანაშაულის განმეორებით ჩადენას. მექანიზმის ეფექტიანი ამოქმედებისათვის აუცილებელია სპეციალიზაცია გაიაროს არასრუწლოვნებთან მომუშავე ყველა პროფესიონალმა.

არასრულწლოვნებთან მომუშავე პროფესიონალთა სპეციალიზაცია განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამწლიანი პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომლის მიზანია გააძლიეროს კანონმდებლობა, პოლიტიკა და ტექნიკური მხარდაჭერა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშესაწყობად და როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე პროფესიონალთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, დაეხმაროს და დაიცვას ბავშვები და მათი ოჯახები საქართველოში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.