განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

06 აპრილი 2023
Media Literacy
Ministry of Education and Science

თბილისი, საქართველო, 5 აპრილი, 2023 წ. კომუნიკაციების კომისიის(ComCom), გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“, შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა გახსნეს და მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე წარადგინეს პროექტის ამ ეტაპზე არსებული შედეგები და დასახეს სამომავლო გეგმები.  ინიციატივის ფარგლებში შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისთვის. გადამზადა 600-მდე პედაგოგი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ამბროლაურში, გორში, მცხეთაში, თელავში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, მარნეულში, ახალციხესა და პანკისში. შეხვედრის მონაწილე პედაგოგებმა ისაუბრეს ტრენინგებისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ.  შეხვედრის ბოლოს, მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

Media Literacy
UNICEF/Geo-2023/Blagonravova

მედიაწიგნიერება არჩევით საგნად შევა სასწავლო პროგრამაში მეათე კლასელებისთვის. მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების დახმარებით, ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან მედიაწიგნიერების საგანს, მიიღებენ ინფორმაციას მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავების და დეზინფორმაციის შესახებ. მოსწავლეები კონკრეტული რესურსებითა და უნარებით აღიჭურვებიან, თუ როგორ შეძლონ ინფორმაციის და ფაქტების გადამოწმება.

პროექტს „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ კომუნიკაციების კომისიასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით 2022 წლიდან ახორციელებს.  

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.