ბავშვთა ცხელი ხაზი ამუშავებიდან ერთი კვირის მანძილზე 60-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა

04 მაისი 2020
Sopho Kiladze, Ghasan Khallil
UNICEF/GEO-2020/Blagonravova

თბილისი, 4 მაისი, 2020. სპეციალური ცხელი ხაზის საშუალებით, რომლის მიზანია ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება ისარგებლონ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო სერვისებით, ხუთი დღის მანძილზე შემოვიდა 157 მიზნობრივი შეტყობინება და 66 ოჯახს გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება. აქტიურად  მიმდინარეობს სხვა  ოჯახების დახმარებაზე მუშაობა. საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში აქტიურადაა ჩართული თბილისისა და რაიონული თვითმმართველობები, ისევე როგორც სახელმწიფო უწყებები.

დღეს, ცხელი ხაზის   სამუშაო პროცესს  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი გაეცნენ. ვიზიტის მიზანია სამუშაო პროცესის მონიტორინგი ერთი კვირის შემდეგ ცხელი ხაზის ამუშავებიდან.

ცხელი ხაზი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივაა. ცხელ ხაზს მართავს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. გაეროს ბავშვთა ფონდი უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას და დაფარავს ცხელი ხაზის ხარჯებს წლის ბოლომდე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით.

 

Girl Operator

 

„ამ ეტაპზე, ცხელი ხაზი  ისევ  სატესტო რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას, რათა მაქსიმალურად დავხვეწოთ  მომსახურეობა,  აღმოვფხრათ ხარვეზები. საქართველოს პარლამენტი და იუნისეფი მუდმივად განახორციელებენ მონიტორინგს როგორ მიმდინარეობს პროცესი. მაქსიმალურად ვეხმარებით მოწყვლად ოჯახებს სახელმწიფოს ცენტრალური და თვითმმართველობების ორგანოების მჭიდრო კოორდინაციით. ჩვენ, ასევე, დეტალურად დავამუშავებთ შემოსულ შეტყობინებებს, რა პრობლემური საკითხები გამოიკვეთება და რა მიმართულებით უნდა გააძლიეროს სახელმწიფომ მუშაობა.“ განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

 

“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ცხელი ხაზი აქტიურად ეხმარება ოჯახებს საჭიროებების დაკმაყოფილებაში.” - ღასან ხალილი.

 

“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ცხელი ხაზი აქტიურად ეხმარება ოჯახებს საჭიროებების დაკმაყოფილებაში“, განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.“პანდემიის შედეგად იზრდება რისკი ბავშვთა კეთილდღეობის მიმართ და ამიტომაც მნიშვნელოვანია, ბავშვებს და მათ ოჯახებს პირდაპირი კავშირი ჰქონდეთ სახელმწიფო უწყებებთან, რომ მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია და საჭირო მხარდაჭერა. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს და მხარდაჭერას, რომ ცხელი ხაზი გახდეს ქმედითი მექანიზმი ბავშვების და ოჯახების დასახმარებლად.“  

ცხელი ხაზის მიზანია ბავშვების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად, ბავშვებმა და მათი ოჯახის წევრებმა უნდა აკრიფონ ნომერი 111. ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოა და ის სამუშაო დღეებში 10:00-დან 19:00-მდე  ფუნქციონირებს.
 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი