ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა ,,ჰიგიენის მცველები“ დაიწყო

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 19 ივლისი, 2022. ახალგაზრდებში კოვიდ-19-ის პრევენციისა და უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო ახალი პროექტი, რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან(CSDC )პარტნიორობით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი 12-17 წლის მოზარდების ინფორმირება უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკების და სწორი ჰიგიენური ქცევითი უნარ-ჩვევების შესახებ სხვადასხვაშემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით. პროგრამის პირველი ეტაპიითვალისწინებს სამი დღის განმავლობაში მოზარდებისთვის ინტენსიური ტრენინგების ჩატარებასჰიგიენის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში მათი ჩართულობის შესახებ. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან პრაქტიკულსავარჯიშოებში, გაეცნობიან კლუბური საქმიანობის არსს, მენტორების დახმარებით ჩამოაყალიბებენუსაფრთხო ჰიგიენის მხარდამჭერ კლუბებს და დაგეგმავენ შემდგომ საქმიანობებს.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მოზარდები, მათ შორის, თბილისში, რუსთავში, გორში, ბათუმსადა ქუთაისში არსებული სხვადასხვა სოციალური დაწესებულების მომხმარებლები, სასკოლოგანათლების მიღმა დარჩენილი მოზარდები, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებისა დათავშესაფრების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პირველად საქართველოში დაინერგება მობილური სკოლისმოდელზე დაფუძნებული „უსაფრთხო ჰიგიენის მობილური კლუბი“, რომელიც სპეციალურადაღჭურვილი ავტობუსის მეშვეობით ღია სივრცეებში ხელს შეუწყობს დაუცველი მოზარდებისსწავლებასა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს.
გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად უჭერს მხარს მთავრობას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი „კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“ დაეხმარა მთავრობას კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციაში და პანდემიის ზოგადი ზემოქმედების შემცირებაში ისეთი საშუალებებით, როგორიცაა რისკის შესახებ კომუნიკაცია და თემის ჩართულობა, ინფიცირების პრევენციისა რა მართვის ზომები და წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა ჯანდაცვის მომსახურების გასაძლიერებლად კოვიდ-19-ის პრევენციისა და მართვის მიზნით, რაც მოიცავს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ჯანდაცვის ელექტრონულ სერვისებს.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) 2010 წლიდან ახალგაზრდულ თემატიკაზემუშაობს და აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს სოციალურად დაუცველისხვადასხვა ჯგუფის ბავშვებისათვის.
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: USAID არის მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ცვლილებების მომხდენი აქტორი და განვითარების სფეროში მიღწეული შედეგების მამოძრავებელი ძალა. საქართველოსთან პარტნიორობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში USAID მის დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. დღესდღეობით საქართველოში მოქმედი 35-ზე მეტი პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.