ბავშვთა დაცვის დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს საქართველოს, რომ ძირითადი მომსახურებები ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის

01 ივნისი 2020
unicef logo
UNICEF

თბილისი, 2020 წლის 1 ივნისი ახალი კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ბავშვებსა და მოზარდებზე. გაეროს ბავშვთა ფონდს განსაკუთრებით აღელვებს იმ ბავშვების მდგომარეობა, რომელთაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ძირითად მომსახურებებსა და რესურსებზე.

კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისადმი განსაკუთრებით დაუცველნი არიან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები -- ხელსაბანი და სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები. გაეროს ბავშვთა ფონდის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. შესაბამისად, უფრო მაღალია ასეთი ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.

მიმდინარე კრიზისის პერიოდში ყველა ბავშვმა უნდა განაგრძოს სწავლა და შეძლოს სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება. ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოს და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ისედაც გარიყული ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტერნეტზე, თამაშისა და სწავლის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას ხელს უშლის ასევე ხარისხიანი ინტერნეტის ნაკლებობა. საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი.

 

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს ჰქონდეთ წვდომა უსაფრთხო და  უვნებელ წყალსა და სანიტარულ პირობებზე, ინტერნეტზე, წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსზე“ - ღასან ხალილი.

 

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს ჰქონდეთ წვდომა უსაფრთხო და  უვნებელ წყალსა და სანიტარულ პირობებზე, ინტერნეტზე, წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსზე“, განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ძირითადი მომსახურებების გაძლიერებისათვის და თითოეული ბავშვისათვის სათანადო გარემოს შესაქმნელად, რათა ბავშვებმა შეძლონ საკუთარი უფლებებით სარგებლობა. სექტემბერში ძალაში შევა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს ბავშვთა ცხოვრებაში მათი კეთილდღეობის ხელშესაწყობად. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას კოდექსის განხორციელებაში.“

ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სექტემბერში მიიღო, ძალაში შედის 2020 წლის სექტემბერში. კოდექსი - ესაა ქოლგა დოკუმენტი, სპეციალური კანონი, რომელიც აერთიანებს  ბავშვის კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანეს ყველა ძირითად პრინციპს. ყველა სახელმწიფო უწყება, ადგილობრივი ხელისუფლება, სხვა ადმინისტრაციული უწყებები, საერთო სასამართლოები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ბავშვებთან იმუშავებენ და მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ სწორედ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე .

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.