OECD-ის მიმოხილვა განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ

სავალდებულო განათლებაში მონაწილეობა გაიზარდა, თუმცა ბევრი მოსწავლე ტოვებს განათლებას დაბალ და მაღალ საშუალო საფეხურებს შორის

Girl in classroom
UNICEF/GEO-2019/Jibuti

ძირითადი

საქართველოში უკანასკნელ წლებში სწავლის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2009 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, საქართველოში 15 წლის მოსწავლეებმა სწავლა გააუმჯობესეს კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თითქმის ერთი სრული ნიშნით. თუმცა, საქართველოში მიღწეული პროგრესი მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო. მოსწავლეები ქალაქად უსწრებენ თანატოლებს სოფლად; სოციალურ-ეკონომიკურად პრივილეგირებული მოსწავლეები უსწრებენ თავიანთ სოციალურად დაუცველ თანატოლებს; ხოლო, ის მოსწავლეები, რომლებიც შინ ქართულად ლაპარაკობენ, უსწრებენ თავიანთ თანატოლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართული არ არის. სამწუხაროდ, სწავლის ხარისხში ეს უთანასწორობა 2009-2015წწ. პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა.


აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, განათლებაში თანასწორობის გასაზრდელად, არსებითია, რომ საქართველომ შეიმუშაოს შეფასებისა და ატესტაციის ისეთი სისტემები, რომლებიც შეძლებენ დაბალი და უთანასწორო შედეგების იდენტიფიცირებას და ამ გამოწვევის გადაჭრას მანამ, ვიდრე ეს უთანასწორობა ფესვებს გაიდგამს. კერძოდ, მოსწავლეთა შეფასებას მოსწავლეთა მიღწევები უფრო ზუსტად შეუძლია განსაზღვროს, შესაძლებელია მასწავლებელთა გადამზადება მოსწავლეთათვის უკეთესი მხარდაჭერის გასაწევად, სკოლებს შეიძლება მიეცეთ მეტი ზედამხედველობის უფლებამოსილება, მათი წარმატებაში ხელშეწყობის მიზნით, და მთლიანად სისტემამ შეიძლება განავითაროს კვლევის შესაძლებლობა და მონაცემთა ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც აუცილებელია ქვეყანაში ყველა მოსწავლის უკეთესი სწავლის ხელშეწყობისთვის.

ავტორი
OECD
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ქართული, ინგლისური

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 760,22 KB) (PDF, 699,38 KB)