იუნისეფი საქართველოში
საინფორმაციო ბიულეტენი #1 (#20)
- English
- ქართული
Highlights
ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა 2017 წელს, როცა შეიქმნა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორცილებაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი კომისია. კომისია შეიმუშავებს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების ყოვლისმომცველ გეგმას და კოორდინაციასა და მონიტორინგს გაუწევს საქართველოს მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. კომისია ასევე უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას ბავშვის უფლებათა კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან, შეაგროვებს შესაბამის მონაცემებსა და ინფორმაციას და იზრუნებს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციების შესრულებაზე.