ბავშვის უფლებათა კონვენცია

სრული ვერსია

ძირითადი

“ბავშვის უფლებათა კონვენცია”, რომელსაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1989 წლის 20 ნოემბერს ერთხმად დაუჭირა მხარი, მსოფლიო მასშტაბის იურიდიული დოკუმენტია. კონვენცია, რომელიც 54 მუხლისაგან შედგება, მოიცავს არა მარტო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებსაც. ამ მხრივ კონვენციას უთუოდ გამორჩეული ადგილი უკავია ადამიანთა უფლებების თემაზე შექმნილ დოკუმენტთა შორის.

დოკუმენტი, აწესებს რა საერთო სტანდარტებს მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის, ამასთანავე ითვალისწინებს სახელმწიფოთათვის დამახასიათებელ კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეალობებს, რათა თითოეულ ქვეყანას შესაძლებლობა ჰქონდეს ოპტიმალურად განახორციელოს კონვენციის დებულებები.

ავტორი

UNICEF

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული

გადმოწერეთ ანგარიში

(pdf, 342,00 KB)