ბავშვის აღზრდის პრაქტიკა საქართველოში
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
ძირითადი
წინამდებარე ანგარიშში წარმოგენილია საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შედეგები. ეს არის ქვეყანაში მშობლების მიერ გამოყენებული ძალადობრივი დისციპლინის - ბავშვთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმის - შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და სისტემური ანალიზის პირველი ფართომასშტაბიანი მცდელობა.
მონაცემთა შეგროვებაში გარკვეული შეზღუდვებისა და თვითშეფასებაზე დაფუძნებული გამოკითხვისათვის დამახასიათებელი შესაძლო მიკერძოების მიუხედავად, მშობელთა და მეურვეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის პრობლემის მასშტაბის, მიზეზებისა და შედეგების შესახებ.
დოკუმენტის მიზანია, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მკვლევრებსა და საზოგადოებას საქართველოში ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების შესახებ და ხელი შეუწყოს ამ ეტაპისათვის ფრაგმენტული ძალისხმევის გაერთიანებას ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად.