აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოზარდების ცოდნის, შეხედულებებისა და პრაქტიკის კვლევა

გაეროს ბავშვთა ფონდისა და „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ კვლევა

Diverted juvenile
UNICEF/Geo-2018/Blagonravova

ძირითადი

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვენლოვანი პრობლემაა. ლუდომანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, როგორც იმპულსის კონტროლთან დაკავშირებული აშლილობა და მიეკუთვნება ქცევითი ადიქციის კატეგორიას. როგორც პრობლემური, ისე პათოლოგიური აზარტული თამაშები, ხშირად კავშირშია ჯანმრთელობისა და სოციალური პრობლემების სხვადასხვა გამოხატულებასთან: დეპრესია, სუიციდი, ოჯახური კონფლიქტები, ფინანსური პრობლემები, კარიერული და განათლების შეფერხება, კრიმინალური ქცევა, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, კვებითი აშლილობა, კვებითი დარღვევები და სხვა (Neighbors, 2007).

მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშების (გემბლინგის) სფერო მაღალი რისკების შემცველია, საყურადღებოა მისი ზრდის დინამიკა, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) 2017 წლის მონაცემების თანახმად (Abbott, 2017), კომერციული გემბლინგი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მსოფლიოს მასშტაბით, რაც სფეროს პოპულარობის ზრდაზე მიანიშნებს. აზარტული თამაშები ყოველწლიურად უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება საქართვე- ლოშიც. 2019 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 2018 წლის მონაცემებთან შედარებით 87%-ითაა გაზრდილი. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ბიზნეს- სექტორის ბრუნვის 24%-ს სწორედ, კომერციული გემბლინგი შეადგენს (BPN.GE, 2020).

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ინგლისური, ქართული