ადრეული განვითარება და განათლება საქართველოში

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით

Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Tsetskhladze

ძირითადი

მრავალინდიკატორიანი კლასტერული კვლევა (MICS) გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევის მიზანია, კვლევაში მონაწილე ქვეყნების მხარდაჭერა, მათ მიერ აღებული ვალდებულებების (მაგალითად, ბავშვთა უფლებების კონვენცია, მდგარი განვითარების მიზნები) შესასრულებლად საჭირო ბავშვის განვითარების მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. MICS-ი 1999 წელს დაინერგა. მას შემდეგ 300-ზე მეტი MICS კვლევა ჩატარდა 100-ზე მეტ ქვეყანაში. კვლევა საშუალებით გროვდება მონაცემები ბავშვებისა და ქალების კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკვანძო ინდიკატორებზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავების მიზნით.

საქართველომ MICS-ის სამ ციკლში მიიღო მონაწილეობა. პირველი ციკლი 1999 წელს ჩატარდა, მეორე - 2005 წელს, ბოლო, მესამე კვლევა კი - 2018 წელს. კვლევა დღემდე, ბავშვის განვითარებაზე ეროვნულ დონეზე განზოგადებადი მონაცემების ერთადერთი წყაროა. როგორც სამთავრობო, ისე - არასამთავრობო სექტორის აქტორებს, MICS-ის მონაცემები ადრეული განვითარების ინდიკატორების მიხედვით ქვეყნის პროგრესის შეფასებისა და შესაბამისი ინტერვენციებისა და პოლიტიკის შემუშავების საშუალებას აძლევს.

MICS-ის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული ამ ანგარიშის ამოცანაა ადრეული განვითარების პოლიტიკისა და ინტერვენციებისთვის საჭირო ცოდნის გენერირება. ამოცანის საპასუხოდ, არსებული თეორიული მოდელების მოშველიებითა და MICS 2005 და MICS 2018 მონაცემების გამოყენებით, კვლევის ფარგლებში გავაანალიზეთ კავშირი ბავშვის განვითარების ინდიკატორებსა და მის გარემო ფაქტორებს შორის. ანალიზის საშუალებით გამოვყავით ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტები და რისკის ჯგუფში მყოფი ბავშვების მახასიათებლები.

საქართველოში 3 და 4 წლის ბავშვების 89%-ის განვითარება ადრეული განვითარების ნიშნულის შესაბამისია. ბავშვების უდიდესი ნაწილი აღწევს ფიზიკური და სწავლის განვითარების მაჩვენებლებს. თუმცა ბავშვების მხოლოდ 25% აღწევს წიგნიერების, და 89% კი - სოციალური და ემოციური განვითარების ნიშნულს. საშუალოდ, ადრეული განვითარების ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალია გოგონებში, ვიდრე - ბიჭებში.

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ქართული, ინგლისური

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 4,31 MB) (PDF, 4,60 MB)