საქართველოში ახალგაზრდების უნარების და საკვანძო კომპეტენციების შეფასება

youth skills
UNICEF/Geo-2024/Tsetskhladze

შესახებ

იმის­თ­ვის, რომ იოლად აუღოს ალ­ღო დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბას, სა­მუ­შა­ო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რთულ ას­პექ­ტებს, ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა კომპე­ტენ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გაჰ­ყ­ვე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი უნა­რე­ბი ქმნის კომ­პ­ლექ­სურ ჩარ­ჩოს, რო­მე­ლიც მას უწყ­ვეტ პი­როვ­ნულ და პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში ეხ­მა­რე­ბა. ამ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მჭიდ­რო კავ­შირ­შია ფორ­მალურ და არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან, რო­მე­ლიც ად­რე­ულ ასაკ­ში იწყე­ბა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა. 

საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით და შვი­დი რე­გი­ო­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო და კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა მიზ­ნობ­რივი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა თბი­ლის­ში, თე­ლავ­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, ზუგ­დიდ­ში, გორ­ში, ახალ­ცი­ხე­სა და ახალ­ქა­ლაქ­ში. კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო უნა­რე­ბი­სა და მთე­ლი ცხოვრე­ბის მან­ძილ­ზე სწავ­ლის­თ­ვის საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბა, რომ­ლე­ბიც ეფუძ­ნე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბულ გზას გა­ნათ­ლე­ბა­ში, და­საქ­მება­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში.­

skills 2 pager
ავტორი
UNICEF