პროგრამა
სოციალური პოლიტიკა და ბავშვის უფლებათა მონიტორინგი
ჩვენ ტექნიკურ დახმარებასა და კონსულტაციებს ვუწევთ მთავრობას ბავშვებისთვის სოციალურად ინკლუზიური პოლიტიკის გატარების მიმართულებით.

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
ზოგადი მიმოხილვა
ჩვენ ტექნიკურ დახმარებასა და კონსულტაციებს ვუწევთ მთავრობას ბავშვებისთვის სოციალურად ინკლუზიური პოლიტიკის გატარების მიმართულებით. ვეხმარებით მას, რომ ეროვნული თუ რეგიონული პროგრამები და პოლიტიკა მოიცავდეს ყველაზე დაუცველ ოჯახებს და არსებობდეს სოციალური დაცვის ქმედითი მექანიზმები სიღარიბის შემცირებისა მიზნით.
ჩვენ ვატარებთ კვლევებს, ვაგროვებთ და ვაანალიზებთ მონაცემებს დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებთან დაკავშირებით, რათა დავეხმაროთ მთავრობას მონიტორინგსა და ეფექტიანი პოლიტიკის გატარებაში.