ბავშვთა უფლებების მონიტორინგი
ჩვენ ვეხმარებით მთავრობას, გააძლიეროს ბავშვთა უფლებების დაცვაზე ანგარიშვალდებულება

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
გამოწვევა
საქართველოს არ აქვს მონაცემთა შეგროვებისა და შეფასების ყოვლისმომცველი სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ბავშვთა უფლებების განხორციელების პროგრესის შემოწმება.
მონიტორინგის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს,როგორებიც არიან სახალხო დამცველის ოფისი და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები, არასაკმარისი შესაძლებლობა აქვთ, სათანადოდ აკონტროლონ სიტუაცია და მოახდინონ რეაგირება ბავშვთა უფლებების დარღვევებზე.
მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ შესაბამისი სერვისები. სხვებთან შედარებით მათ ყველაზე მეტად შეუძლიათ აკონტროლონ, რამდენად არიან დაცულები ბავშვები და მათი მშობლები, თუმცა მუნიციპალიტეტები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ბავშვებისა და მშობლების საჭიროებებზე ეფექტიანად რეაგირებას. ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის არსებული სერვისები მწირი და არასაკმარისია.

გამოსავალი
ჩვენ ვეხმარებით მთავრობას, გააძლიეროს ბავშვთა უფლებების დაცვაზე ანგარიშვალდებულება მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების გაუმჯობესების გზით, რათა შეფასდეს პოლიტიკისა და სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და შესაბამისობა.
გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორცილებაზე პასუხისმგებელ უწყებათაშორის კომისიას კონვენციის შერულების მონიტორინგში. ჩვენ ტექნიკური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ კომისიას შემუშავდეს ბავშვებთან დაკავშირებული სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმისნაწილი იქნება.
ვთანამშრომლობთ თემატურ სამინისტროებთან, რათა მობილიზდეს სათანადო რესურსები და ცოდნა ბავშვის უფლებათა მონიტორინგის შიდა მექანიზმების გასაძლიერებლად ჯანდაცვის, განათლებისა და ბავშვთა დაცვის სისტემებში.
ვმუშაობთ ასევე მუციპალიტეტებთან მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის სოციალური პროგრამებისა და მომსახურებების განვითარების მიმართულებით.
ვთანამშრომლობთ პარლამენტთან იმისთვის, რომ ქართული კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ბავშვის უფლებათა კონვენციის დებულებებს და ბავშვებთან დაკავშირებულ სხვა საერთაშორისო სტანდარტებს.
ვმუშაობთ ბავშვთა უფლებების მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმების გასაძლიერებლად, როგორიცაა, მაგალითად, სახალხო დამცველის ოფისი. აქტიურად ვთანამშრომლობთ რეგიონული და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, რაც აუცილებელია ბავშვის უფლებათა დარღვევის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირებისათვის.
და ბოლოს, აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველაზე დაუცველი ბავშვების უფლებები ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის ცენტრში აღმოჩნდეს და ხელი შეეწყოს საჯარო დისკუსიებსა და დებატებს ბავშვთა უფლებების შესახებ.